მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
11x11
2011-08-30
მოკლედ
ჭაბუკი ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია გასაკვირად სწრაფად დამკვიდრდა "რუბინის" შემადგენლობაში და აი, "კრილია სოვეტოვთან" კარგი თამაშისთვის იგი ტურის სიმბოლურში დაასახელეს და ასე დაახასიათეს: "გასაოცრად სწრაფად პროგრესირებს ქართველი მცველი. ყურბან ბერდიევის ხელში მას შეუძლია ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. სამარელებთან მატჩისას იგი ადვილად გაუმკლავდა სერგეი კორნილენკოს, მთლიანობაში კი ყაზანელთა დაცვამ კვლავ ჩინებულად ითამაშა და მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ მისცა".
***
"ვოლფსბურგმა" "ჰელსინგბორგის" ჯეელი თავდამსხმელი რასმუს იონსონი გადაიბირა.
***
ვინაიდან ხუან მატამ "ჩელსიში" იოსი ბენაიუნს 10-ნომრიანი მაისურიც წაართვა და ძირითადში თამაშის შანსიც, ეს უკანასკნელი "რომაში" აპირებს გადასვლას. ალბათ, ჯალოროსოშივე გააგრძელებს კარიერას ჟოზე მაურინიოს მიერ ათვალწუნებული ლასანა დიარაც.
***
"რუბინმა" ეროვნებით რუსი და მოქალაქეობით ფინელები, ძმები, რომან და ალექსეი ერემენკოები შეიძინა. რომანში კიევის "დინამოს" 13 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო თუ რა დაჯდა "მეტალისტიდან" ჯერ "იაროში" და შემდეგ "კილმარნოკში" განათხოვრებული ალექსეის გაფორმება, ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა.
***
"ოლიმპიაკოსმა" "ასტონ ვილას" 28 წლის კამერუნელი ნახევარმცველი ჟან მაკუნი ინათხოვრა.
***
იკერ კასილიასმა ჟოზე მაურინიოსთან ყოველგვარი კონფლიქტი უარყო.
***
"მანჩესტერთან" 2:8-ზე განადგურებული "არსენალის" თავკაცს, არსენ ვენგერს პეპ გვარიოლამ მხარდაჭერა გამოუცხადა და ფრანგის კრიტიკოსებს ის ღვაწლი შეახსენა, რომელიც მუსიე არსენმა "მეთოფეებისთვის" გასწია.
***
როგორც იცით, პაბლო ოსვალდო "ესპანიოლიდან" "რომამ" 15 მილიონად იყიდა. როდესაც ფეხბურთელს ჰკითხეს, კი მაგრამ, ამდენი ღირხარო? მან გაიკვირვა, 15 მილიონს კი არა, გაცილებით მეტს უნდა შეადგენდეს ჩემი სატრანსფერო ღირებულებაო.
***
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბანფილდის" მთავარ მწვრთნელად კოსტა რიკას ნაკრებიდან აბარგებული რიკარდო ლა ვოლპე დაინიშნა.
***
ეს ანეკდოტს უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს. როგორც იცთ, "ანჟის" ფეხბურთელები მოსკოვში ცხოვრობენ და მხოლოდ თამაშებზე ჩადიან მახაჩკალაში, გუნდის ახალწვეულმა, სამუელ ეტო"ომ კი, რომელიც ზღაპრულ გასამრჯელოდ, წელიწადში 11 მილიონ ევროს იღებს, მოსკოვში ცხოვრებაც იუკადრისა, პარიზში დავსახლდები და იქიდან ვივლი თამაშებზეო.
***
კატარის ოლიმპიური ნაკრების მთავარ მწვრთნელად ცნობილი ბრაზილიელი სპეციალისტი პაულო აუტორი დაინიშნა.
***
"იუვენტუსის" პარაგვაელმა ახალწვეულმა, მარსელო ეტიგარიბიამ, ტურინში ტურისტად არ ჩამოვსულვარ და ყველას დავუმტკიცებ, რომ ბიანკონერის დონის ფეხბურთელი ვარო.
***
"იუვეს" კიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ სერია A-ში გაფიცვის მოწყობა არც ერთი ფეხბურთელის სურვილი არ ყოფილა.
***
"ტუტოსპორტის" ცნობით, მილოშ კრასიჩი ანტონიო კონტეს ტაქტიკურ სქემაში ვერ ჩაჯდა და ბიანკონერი სერბს თავიდან მოიშორებს. ეს სავარაუდოდ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მოხდება. უკვე ცნობილია, რომ ფეხბურთელის საწყისი ფასი 15 მილიონი ევრო იქნება.
***
"სპარტაკი"-ცსკა-ს მატჩში არმიელთა მეკარემ, იგორ აკინფეევმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები და მენისკი აქვს დაზიანებული და დიდი ალბათობით, მინდორს მომავალი წლის აპრილამდე ვერ დაუბრუნდება. ექიმები ზუსტ დიაგნოზს ღრმა სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დასვამენ.
***
"ლაციოს" მთავარ მწვრთნელთან, ედუარდო რეიასთან ნაჩხუბარი მაურო სარატე კარიერას სავარაუდოდ "ლივერპულში" გააგრძელებს. მერსისაიდელებმა რომაელებთან ამ ტრანსფერზე გუშინ დაიწყეს მოლაპარაკებები.
***
"ვერდერი" ლიმას "ალიანსას" 17 წლის თავდამსხმელს, პაულო ინსოტროსას ყიდულობს. პერუელი თინეიჯერის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
***
"სიტიში" გადაბარგებულმა სამირ ნასრიმ თქვა, მანჩესტერული ვარიანტი რომ არ გამოჩენილიყო, "არსენალში" მაინც არ დავრჩებოდი, პსჟ მახევდა კალთებსო.
***
"ანჟიში" წასული სამუელ ეტო"ოს ნაცვლად, "ინტერში" დიეგო ფორლანის გარდა, 32 წლის ფაბრიციო მიკოლისაც უპირებენ გადაყვანას. თავად ფორლანი კი გუშინ დაემშვიდობა "ატლეტიკოს" გულშემატკივრებს, სადაც არ უნდა წავიდე, მუდამ როხიბლანკოს ფანად დავრჩებიო. ურუგვაელი წუხელ ჩაფრინდა მილანში, სადაც "მალპენზას" აეროპორტში დიდი ტაში-ტუში და მტლაშა-მტლუში გაუმართეს. იგი დღეს მოაწერს ხელს "ინტერთან" 4-სეზონიან კონტრაქტს.




კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი