11x11
№203 2011-08-30
11x11
"არსენალში" რომ ურთულესი მდგომარეობაა, ამაზე თუნდაც დღევანდელ ნომერში არაერთხელ დავწერეთ. ჰოდა, აანალიზებს რა ამ ყველაფერს არსენ ვენგერი, სასწრაფო წესით დაიწყო ტრანსფერებზე მუშაობა. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სატრანსფერო სეზონი ერთ დღეში იხურება. ახლა ყველაზე მეტად ლონდონელებს კვალიფიციური მცველი სჭირდებათ. გუშინ არსენ ვენგერმა "სანს" შემდეგი გაუმხილა: "სავარაუდოდ, "ჩელსის" ბრაზილიელი მცველი, ალექსი ხვალ "არსენალში" ჩაირიცხება. მე დიდი ...
№203 2011-08-30
11x11
"იუვენტუსი" ფენომენალური გუნდია, რომელშიც ალექს დელ პიეროს, ჯიჯი ბუფონის და ანდრეა პირლოს დარი გენიალური ფეხბურთელები თამაშობენ. მერწმუნეთ, მონდომების შემთხვევაში, "მილანს" და "ინტერს" აუცილებლად დავამარცხებთ. ბიანკონერიზე არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ ლათინური ფეხბურთის თამაში მსურდა", - ეს კომენტარი არტურო ვიდალს ეკუთვნის. ექს-ლევერკუზენელი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და სჯერა, რომ სერია A-ში დამკვიდრების მხრივ ...
№203 2011-08-30
11x11
ბოლო სუპერკლასიკოსას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ჟოზე მაურინიომ პეპ გვარდიოლას თანაშემწეს, ტიტო ვილანოვას თვალში თითი ატაკა, პორტუგალიელი არაერთმა ცნობილმა მწვრთნელმა და ექსპერტმა გაკიცხა, ხოლო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული შემთხვევის შესწავლა დაიწყო და სავარაუდოდ, მაუს სასჯელი არ ასცდება. ყოველივე ამას მაუ ფრიად ფილოსოფიურად უდგება. გუშინ "ელ მუნდოში" ჟოზეს ინტერვიუ დაიბეჭდა: "ფეხბურთი და საერთოდ მსოფლიო ფარისევლებითაა ...
№203 2011-08-30
11x11
პარაგვაელი მოდელი და ფეხბურთის დიდი ფანი ლარისა რიკელმე ერთ-ერთი არგენტინული ტელეარხის გადაცემა "ოცნების ცეკვაში" რომ მონაწილეობს, გეხსომებათ თუნდაც იმიტომ, რომ ორგანიზატორებს მისი დიეგო მარადონასთან დაწყვილება სურდათ, მაგრამ ქალმა იუარა, რადგან მოერიდა ჭორებს, რომელიც მაშინვე გავრცელდა, აქაოდა დიეგიტოს ამ მარწყვივით გოგოს ხელში ჩაგდება სურსო. თუმცა, ეს ისტორია უფრო სარეკლამო სვლას ჰგავდა. ასეა თუ ისე, ნახსენები კონკურსი დასასრულს უახლოვდება ...
№203 2011-08-30
11x11
"ჩელსის" მფლობელი, რუსი ოლიგარქი და დიდი გაცვეთილი საქმოსანი, ერთ დროს ვლადიმერ პუტინის "კასირი" და მისი ყურმოჭრილი მონა, რომან აბრამოვიჩი, იმითაცაა ცნობილი, რომ ახლობლებსა და ფავორიტებს თავისთან ასაქმებს, ასე ვთქვათ, პურს აჭმევს. საამისო მაგალითები ფეხბურთშიც ბლომადაა. გავიხსენოთ თუნდაც "ჩელსიში" უნიჭო მწვრთნელის აბრაამ გრანტის მიწვევა და მას შემდეგ ნახევარმცველ იოსი ბენაიუნის დიდის ამბით ყიდვა, ვისაც კაპიკის საქმე არ გაუკეთებია ლონდონურ ...
№203 2011-08-30
11x11
მას შემდეგ რაც საცოლეს, სახელგანთქმულ არგენტინელ მოდელს, ზაირა ნარას დაშორდა, დიეგო ფორლანს მრავალი ცნობილი ქალის სახელს უკავშირებენ. თავიდანვე გავრცელდა ცნობა, რომ ზაირასთან გაყრის მიზეზი ესპანელი მოდელი და მსახიობი ტამარა კამპილო იყო. ეს დადასტურდა კიდეც, რადგან დიეგო და ტამარა არც მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას, თუმცა გასულ თვეს ფორლანმა მარტო დაისვენა მაიამიში. გეხსომებათ, ეს ხანმოკლე შვებულებაც მან დროზე ადრე შეწყვიტა, "ატლეტიკოს" ...
№203 2011-08-30
11x11
ზედ ჩემპიონატის სტარტის წინ "სიონის" მთავარი მწვრთნელი ხვიჩა ქასრაშვილი გაანთავისუფლეს, მაგრამ მისმა დათხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო, მძიმე სიტუაციაში ჩავარდნილმა ბოლნისელებმა ორი მარცხის შემდეგ, მიუხედავად მიღწეული ორი ყაიმისა ჩათვალეს, რომ გუნდს სათავეში კვლავ ქასრაშვილი უნდა ჩაუდგეს და გადაარჩინოს, რაც ალბათ დაგვეთანხმებით, მაშინ როცა ფინანსები რომანსებს მღერიან, მეტად და მეტად რთული ამოცანაა. სხვათა შორის, იგი "სიონს" უკვე მეოთხედ ჩაუდგა ...
№203 2011-08-30
11x11
ჭაბუკი ქართველი მცველი სოლომონ კვირკველია გასაკვირად სწრაფად დამკვიდრდა "რუბინის" შემადგენლობაში და აი, "კრილია სოვეტოვთან" კარგი თამაშისთვის იგი ტურის სიმბოლურში დაასახელეს და ასე დაახასიათეს: "გასაოცრად სწრაფად პროგრესირებს ქართველი მცველი. ყურბან ბერდიევის ხელში მას შეუძლია ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. სამარელებთან მატჩისას იგი ადვილად გაუმკლავდა სერგეი კორნილენკოს, მთლიანობაში კი ყაზანელთა დაცვამ კვლავ ჩინებულად ითამაშა და ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010