კვირას
№10 2002-12-29
კვირას
ახალი წლის ღამეს უამრავი გოზინაყი, გოჭი, საცივი და სხვა კერძები იჭმება და უზღვავი შამპანური და ღვინო ისმება. ოფიციალური სტატისტიკა ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა ის, რაც არსებობს, მხოლოდ შირმაა, რომლის უკანაც წარმატებულად განვითარებული კონტრაბანდა და ფარული ეკონომიკაა.
საახალწლო სუფრის სტატისტიკის განსაზღვრა გაზეთმა "კვირამ" ითავა, რომელმაც მეტად საინტერესო მონაცემები აღმოაჩინა.
მარტო თბილისში წინასაახალწლოდ ყიდულობენ დაახლოებით 20 ათას ...
№10 2002-12-29
კვირას
ახალი წელი სადღესასწაულო განწყობის, გოზინაყისა და შუშხუნა ღვინის გარეშე. ახალი წელი დაწყვეტილი ნერვებითა და სადღაც, გულის კუნჭულში შემორჩენილი სიხარულის პატარა ნაგლეჯის ამარა. ინდაურის საცივის ნაცვლად, გაყინული ბარკლებით გაწყობილი საახალწლო სუფრა და ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე. აი, ასეთია კარს მომდგარი, ერთ დროს ყველასთვის საყვარელი კალანდა.
გასაჩეხი რომ აღარაფერი დარჩა, ვიღაცას მაშინ გაახსენდა, რომ საქართველოში ნაძვი არ უნდა მოიჭრას. ...
№10 2002-12-29
კვირას
აქეთ და იქით ორიანები იყო, შუაში - ნულები. ნულები ორებს ღებულობდნენ, ორებს ნულებად თვლიდნენ და თვლიდნენ, თვლიდნენ, თვლიდნენ. თვლიდნენ გასავალს და შემოსავალს, თვლიდნენ ვარიანტებს და თვლიდნენ, რომ თუ სწორად დათვლი, ყველაფრის ვარიანტი არსებობს. ასე თვლიდნენ. ახლა, თვლიან, რომ ცხვრის წელიწადი მოდის და თვითონ თხები არიან. რას ფიქრობენ ცხვრები? ცხვრები იმის ცხვრები არიან, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. მათ პარსავენ და დასაკლავად ამზადებენ. ცხვრებს ...
№10 2002-12-29
კვირას
ახალი წელი ყოველთვის იმედიანად, სიახლეების მოლოდინითა და სასიკეთო ცვლილებების რწმენით იწყება. ახალი წლის დადგომისთანავე პირველი ცვლილება ტელევიზიებს ეტყობა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტელევიზიისთვის ახალი წელი წელიწადში ორჯერ დგება - იანვარში (როგორც წესი და რიგია) და სექტემბერში (როდესაც მაუწყებლობა განახლებული სახით წარმოსდგება ხოლმე). მაგრამ, საქმე ისაა, რამდენად იცვლება საახალწლო პროგრამები და რამდენად ნამდვილად ახალი და ღირებულია ...
№10 2002-12-29
კვირას
ახალი კლიპის პრეზენტაცია ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, თუ სიმღერას პოპულარული მომღერალი ასრულებს და მისი შინაარსის ეკრანზე გადმოტანა პროფესიონალ კლიპმეიკერს ევალება.
კლიპმა, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, ავტორის - ზაზა ორაშვილის მიერ გადაღებულ კლიპებს შორის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. მაშინ როცა ორაშვილის მიერ საქარ-თველოში გადაღებულ კლიპებს აღიარება და წარმატება ...
№10 2002-12-29
კვირას
მოყინულ ქალაქში ფეხით მიუყვება ხოლმე ქუჩებს ახალი "თეატრალური სარდაფისკენ." გამვლელები გზადაგზა ჩერდებიან და მზერას აყოლებენ - ზოგი ხმამაღლა გამოხატავს რეაქციას, ზოგს არ სჯერა, რომ საყვარელმა მსახიობმა ჩაუარა, ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ მერაბ ნინიძე ჩაბნელებულ და გათოშილ თბილისს დაუბრუნდა და ყოველდღე "ვენეციელი ვაჭრის" რეპეტიციებზე დადის, რომელსაც რეჟისორი ლევან წულაძე დგამს და სადაც მთავარ - შეილოკის როლს შეასრულებს.
- დიდი ხანია თბილისში არ ...
№10 2002-12-29
კვირას
ახლა, გასაგებია, რომ ეს გაზეთია და არა ტელევიზია და პირდაპირ ეთერში ვერავის მოიწვევ და აკამათებ, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენც, პრესის ამ მხრივ ნამეტნავად დაჩაგრულ ჟურნალისტებსაც გაგვიჩნდა სურვილი, ერთხელ მაინც დაეცხოთ ერთმანეთისთვის ჩვენს რესპონდენტებს ჩვენს თვალწინ, ელანძღათ ერთმანეთი და უკანასკნელი სიტყვები ეძახათ ჩვენი გულის გასახარად. ქართველი ჟურნალისტების ამ საყოველთაო ოცნების ასრულებისთვის კი, მოგეხსენებათ, ყველაზე კარგი დრო ახალი ...
№10 2002-12-29
კვირას
მიიწურა 2002 წელი და მთელმა მსოფლიომ გასული წლის შედეგების შეჯამება დაიწყო. მუშაობენ სოციოლოგები, მეცნიერები, ფსიქოლოგები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები. მათთან ერთად მუშაობენ სხვადასხვა საიტის ავტორებიც, რომლებმაც წარმოგვიდგინეს მეტად საინტერესო რამე-რუმეები. მე ახლა მათ თქვენ შემოგთავაზებთ და დასკვნებიც თქვენვე გამოიტანეთ. თორემ მე მეჩქარება და მალე უნდა გავიქცე:) ეს მასალები ამოღებულია საიტიდან - წწწ.რამე-რუმეები.2002
აღმოჩნდა, რომ ...
№10 2002-12-29
კვირას
კარაქიანი პურის რეცეპტი
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვხვდება სიტუაცია, როდესაც დრო მცირე გვაქვს, არადა, დაპურება აუცილებელია. ასეთ დროს შეუცვლელი საუზმეა კარაქიანი პური. მისი მომზადება სულ ადვილია და მცირე დროს მოითხოვს.
მასალად საჭიროა: პურის ყანა (1 ჰექტარი მაინც), მეწველი ძროხა (1 ცალი), ოთხი ცალი ლურსმანი, დანა, ხელის წისქვილი.
მომზადების წესი: მწიფე პურის ყანა გალეწეთ, გაანიავეთ და აიღეთ მოსავალი და დააბინავეთ. გადაარჩიეთ ცალკე თივა და ცალკე ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010