სარბიელი
№20 2009-05-03
სარბიელი
"ინტერმა" ადრიანოსთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.
ბრაზილიელი ფორვარდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ სამშობლოდან იტალიაში აღარ დაბრუნდა და თქვა, რომ ფეხბურთისგან დროებით დაისვენებს.
კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი ფეხბურთელის აგენტმა მოაგვარა და ადრიანო 1 აპრილიდან "ინტერის" მოთამაშედ აღარ ითვლება.
ადრიანოს მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ამ წლის ბოლომდე ის ევროპულ კლუბში თამაშს არ ...
№20 2009-05-03
სარბიელი
ფრანკ რიბერის ტრანსფერის გარშემო დიდი ამბავია ატეხილი. ზოგს "მანჩესტერში" გადაჰყავს, ზოგს "ბარსელონაში" და ზოგს "რეალში", მაგრამ "ბაიერნის" მენეჯერმა ული ჰიონესმა თქვა, რომ არც ერთი კლუბისგან ოფიციალური წინადადება არ მიუღია და იმედოვნებს, რომ ფრანგი გუნდში კონტრაქტის ბოლომდე დარჩება.
"რიბერის კონტრაქტი 2011-ში უმთავრდება - განაცხადა მენჯერმა - და მისი გაყიდვის არანაირი სურვილი არ ...
№20 2009-05-03
სარბიელი
64 წლის სერბი ბორა მილუტინოვიჩი ერაყის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს.
კონტრაქტზე ხელის მოწერისას მილუტინოვიჩმა თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ამბები მას არ აშინებს და სამუშაოზე თანახმაა.
"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა გუნდი კონფედერაციის თასისთვის სათანადოდ მოვამზადო"- თქვა სერბმა.
ბორა მილუტინოვიჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი სხვადასხვა ქვეყნის ნაკრები უთამაშებია: მექსიკა (1986), კოსტა რიკა (1990), აშშ (1994), ნიგერია (1998) და ჩინეთი ...
№20 2009-05-03
სარბიელი
კარიერის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანი იშვიათად ჩნდება კამერებთან და კიდევ უფრო იშვიათია მისი ინტერვიუები. სამხრეთ აფრიკაში სტუმრად ჩასულმა ზიდანმა ხუთი-ხუთზე ტურნირში მონაწილეობა მიიღო, ქვეყანა ნახა და აშაფყსწქ-ს ინტერვიუ მისცა...- სამხრეთ აფრიკაში გატარებული დღეების შემდეგ როგორია თქვენი შთაბეჭდილება ამ ქვეყანაზე.
- ძალიან ლამაზია. დიდად მოხიბლული და ნასიამოვნები ვარ. ბევრი არ იცნობს ამ ქვეყანას და ვინც ნახავს, დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ...
№20 2009-05-03
სარბიელი
რა ხანია, აღარაფერი დაგვიწერია ჩვენს პლაჟის ფრენბურთელთა შესახებ. ზამთრის პერიოდში მათ არდადეგები ჰქონდათ და ახლა იწყებენ გახურებას.
გეორ-გიამაც და საქა-რთველომაც წინა კვირაში ბრაზილიაში ითამაშეს მსოფლიო ტურის ეტაპზე და ბევრიც ვერაფერი გაახერხეს.
კრისტინამ და ანდრეზამ (საქა-რთველო) შეჯიბრი მე-13-მე-16 ადგილზე დაასრულეს და 180 სარეიტინგო ქულასთან ერთად 4 250 დოლარიც მიიღეს.
უფრო ცუდად ითამაშეს რენატომ და ჟორჟმა (გეორ-გია), რომლებმაც ტურნირზე ერთი ...
№20 2009-05-03
სარბიელი
ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების მწვრთნელად ლუის ვან გაალი სურს, რომელმაც ერთი კვირის წინ "ალკმაარი" გააჩემპიონა.
გაზეთმა "ჰეტ ლაატსტემ" დაწერა, რომ ფედერაციის რამდენიმე ჩინოვნიკი ჰოლადიაში ვან გაალთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა.
ჰოლანდიელ მწვრთნელს "ალკმაართან" კონტრაქტი 2010 წლამდე აქვს, მაგრამ გამორიცხული არაა, კლუბში და ნაკრებში ერთდროულად იმუშაოს.
"ეს იდეალური ვარიანტი არაა, მაგრამ ზოგი კანდიდატისთვის მისაღებია" - თქვა ფედერაციის ...
№20 2009-05-03
სარბიელი
"ბარსელონას" ქება-დიდებაში ანტონიო ბანდერასიც გაერია. გასულ კვირაში "ბარსა" - "სევილიას" მატჩს (4:0) "კამპ ნოუზე" მალაგაში დაბადებული მსახიობიც დაესწრო და მერე ხუან ლაპორტასთან ერთად სურათიც გადაიღო.
ლაპორტამ ბანდერასს მაისურა უფეშქაშა, მსახიობმა კი გუნდი აქო: "დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონა" სამივე ტურნირს მოგებს. ჩემპიონატსაც, ჩემპიონთა თასსაც და სამეფო თასსაც. გუნდი საუცხოოდ თამაშობს, დღეს კი ანდრეს ინიესატა ნამდვილი ვარსკვლავი იყო".
...
№20 2009-05-03
სარბიელი
"პალერმოს" მცველი მორის კაროციერი კოკაინზე ჩავარდა. 28 წლის ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.
5 აპრილს "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ კაროციერიმ დოპინგ-ტესტი გაიარა და ანალიზმა კოკაინის კვალი აღმოაჩინა. ამის შესახებ იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა.
"გაოგნებულები ვართ - თქვა კლუბის პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ - ჩვენ მუდმივად ვებრძვით აკრძალული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ახალგაზრდების ჯანმრთელობას ვნებენ. ძალიან ...
№20 2009-05-03
სარბიელი
პეპეს წიხლის ქნევით რინგზე მოჩხუბრები ისე მოხიბლულან, რომ რინგზე საჩხუბრად ეპატიჟებიან.
მსოფლიო ვარსკვლავები 2 მაისს პორტუგალიის ქალაქ მატუზინიუშში იკრიბებიან მორიგი შოუს გასამართად და ამ საქმის ორგანიზატორმა თქვა: "ოფიციალურად ვეპატიჟებით პეპეს, რათა აგრესია რინგზე გამოავლინოს".
ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, მეტსახელად "აისბერგმა", პეპესთან შერკინების სურვილი გამოთქვა.
30 მილიონ ევროიან პორტუგალიელს კი სულ არ ეაისბერგება.
მისი საქციელი არ იყო ის, ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები















































































