ახალი ვერსია
№76 2002-12-23
ახალი ვერსია
ჯგუფი "ისინი" აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე. ძალიან მალე ბიჭები ქართველი მსმენელის წინაშე ორი ახალი ნამუშევრით წარდგებიან, რომელთაგან, როგორც შევიტყვეთ, ერთ-ერთი თამთა გოგუაძესთან დუეტი იქნება.
რეპერტუარის განახლების პარალელურად, ჯგუფის თითოეული წევრი სხვადასხვა საქმიანობითაც არის დაკავებული. ასე მაგალითად, დიმა თეიმურაზოვი რამდენიმე დღეა, აჩი ფუცელაძის ახალი სიმღერის ფონოგრამაზე მუშაობს, რომელიც ერთ-ერთი უცხოური კომპოზიციის ქართული ...
№76 2002-12-23
ახალი ვერსია
უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ბჭობა და კამათი იმის თაობაზე, არსებობს თუ არა საქართველოში შოუ-ბიზნესი. საქმეში ჩახედულთა ერთი ნაწილი ქართულ ესტრადაზე დღეს შექმნილ მდგომარეობას შოუ-ქაოსს უწოდებს და არგუმენტად მომღერალ-შემსრულებელთა არნახულ რაოდენობას ასახელებს.
სკეპტიკოსთა აზრით, რეალური შოუ-ბიზნესის სათავეებთან მისასვლელად საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ ყველაფერი არ დახარისხდება და ის მომღერლები არ დარჩებიან დიდ ...
№76 2002-12-23
ახალი ვერსია
(ინტერ-პრესი) ხუთშაბათს თბილისში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე. ცოტა ხნის წინ კოტე მახარაძემ მძიმე დაავადება გადაიტანა, თუმცა უკანასკნელ ხანებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
კოტე მახარაძე რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი, საქართველოს ტელევიზიის სპორტული კომენტატორი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი, პროფესორი იყო. მას ასზე მეტი როლი აქვს ...
№76 2002-12-23
ახალი ვერსია
"კომუნას" ოცეულისთვის ძირითადად ძველი სიმღერების შემოცვენის კვირა იყო. რადიომსმენელი ეტყობა ახალი წლის დადგომას ელოდება და მერე უკვე აირჩევს ახალ სიმღერებს და ჩვენი ჩარტებიც სიმღერების მხრივ "გაახალგაზრდავდება". მანამდე კი იძულებულები ვართ, ვუსმინოთ ძველ სიმღერებს, რომელთაგან მხოლოდ ზოგიერთია შედარებით ახალი. ხოლო თუ მარტოოდენ სიმღერების მოსმენა მოგწყინდათ, აგერაა, ბატონო, "რადიო 101", რომლის ეთერითაც უამრავ საინტერესო, სასაცილო და საკაიფო ...
№76 2002-12-23
ახალი ვერსია
უკვე არაერთხელ დაიწერა და კერძო საუბრებშიც ხშირად ითქვა, რომ 2002 წლის საახალწლო პროგრამები, დიდი მცდელობებისა და მოლოდინის მიუხედავად, მეტად უხეირო სანახავი იყო. ტელევიზორთან მიმსხდარი შეჭირვებული მოქალაქეები სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და გულის გადაყოლებას ცისფერ ეკრანთან ცდილობდნენ, მაგრამ, რომ იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. დიდი მონდომებით აჭერდნენ ხელს ერთი არხიდან მეორეზე გადამრთველ ღილაკს, მაგრამ, თითქოს ჯიბრზე, ყველა არხის ...
№76 2002-12-23
ახალი ვერსია
თამარ გვერდწითელი "ეხო მოსკვის" ხშირი და სასურველი სტუმარია. ჩვეულებრივად იგი თავის კონცერტებზე გვესაუბრება. ამჯერად მის წარსულზე, უფრო სწორად, მის ფრანგულ პერიოდზე გადავწყვიტეთ საუბარი.
- პირველი კონცერტი საფრანგეთში, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მიშელ ლეგრანის გაცნობამდე გქონდათ.
- დიახ. ფრანგული ტელევიზიის მეორე არხთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი. ისინი სატელევიზიო ფილმს იღებდნენ - "სსრკ ფრანგის თვალით". პარიზში ერთ სტუდიაში დამაყენეს და მითხრეს: ...
№76 2002-12-23
ახალი ვერსია
ეს წელი მსოფლიო შოუ-ბიზნესისათვის მაინცდამაინც განსაკუთრებული არ ყოფილა. ჩნდებოდნენ ახალი ვარსკვლავები, ფერმკრთალდებოდნენ ძველები, იყო სკანდალური სასამართლო პროცესები და გაყრები, პომპეზური ქორწინებები და პრეზენტაციები. მოკლედ, ხდებოდა ყველაფერი ის, რის გარეშეც შოუ-ბიზნესი წარმოუდგენელია.
წლის მთავარი სკანდალისტები
2002 წელს, ბუნებრივია, შოუ-ბიზნესში სკანდალები მრავლად იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მაიკლ ჯეკსონმა მიიქცია ფართო ...
№76 2002-12-23
ახალი ვერსია
ლას-ვეგასში გამართულ ბრძოლაში კრის ბიორდმა დაამარცხა მსოფლიოს ექსჩემპიონი, ლეგენდარული ევანდერ ჰოლიფილდი და ყველას დაანახა, რომ მისი დრო უკვე წავიდა. თავად ბიორდმა კი ამ გამარჯვებით მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ტია-ის ვერსიით.
სპორტის ამ სახეობის ექსპერტმა თავის დროზე ენამოსწრებულად აღნიშნა, რომ ყველაზე დიდ ვაჟკაცებს, მოკრივეებს ერთი საერთო აქვთ ყველაზე ნაზ არსებებთან ბალერინებთან: დროზე წასვლა არ იციან. მართლაც, ...
№76 2002-12-23
ახალი ვერსია
კალათბურთის ეროვნული ასოციაციის მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ მაიკლ ჯორდანი მოქმედი კალათბურთელის კარიერას დაასრულებს. ეს დიდი კალათბურთიდან "მისი ჰაეროვნების" (როგორც მას თაყვანისმცემლები ფენომენალური ნახტომისათვის უწოდებენ) უკვე მესამე და ალბათ საბოლოო წასვლა იქნება, წინა ორის შემთხვევაში იგი ხომ შემდეგ აუცილებლად ბრუნდებოდა. კარიერის დასრულების მერე, სავარაუდოდ, ჯორდანი თავისი ამჟამინდელი კლუბის "ვაშინგტონ უიზარდსის" ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010