მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-03-11
კვლავაც ლამის ბატონყმური ურთიერთობა ?!

საქართველოს სამართლებრივ სივრცეში კანონების შესრულების ხარისხს თუ დავაკვირდებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პარლამენტის კანონშემოქმედება საკუთარი გზით მიმდინარეობს, მიღებული კანონების პრაქტიკული ხორცშესხმა კი თვითდინებაზეა მიშვებული. ბოლო წლების მანძილზე საზოგადოება არაერთგზის დარწმუნდა, რომ თუ რომელიმე კონკრეტული კანონის დებულებათა დაცვაში გარკვეული გავლენიანი ძალები ანდა, სულაც, ამავე სტატუსის მქონე პირები არ ჩაერთვებიან, ისინი ისევე "უმეტყველოდ", მხოლოდ ქაღალდზე რჩებიან, რადგან მათი შესრულებით თავს ჯეროვნად არავინ იწუხებს. ახლა ასეთივე რამ, როგორც დავინახავთ, ახალ "შრომის კოდექსს" მოსდის, რომლის ცალკეულ დებულებათა შესრულებით სამუშაო ძალის დამქირავებლები თავს ნაკლებად იწუხებენ.
ლაპარაკია, კერძოდ, დამქირავებლებსა და დაქირავებულთ შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების კანონით მიღებულ ნორმაზე, რომლის ძირითადი მიზანი და დანიშნულება დაქირავებული მუშაკის უფლებების დაცვაა, რაც წლების მანძილზე ქვეყანაში იგნორირებული იყო: ყველამ კარგად ვიცით, რომ ხალხს სამსახურიდან პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიების, ასაკის, სქესისა და სხვა ნიშნების მიხედვით ათავისუფლებდნენ. საზოგადოებაში დიდი იმედი იყო, რომ ახალი შრომითი კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ ეს პრობლემური საკითხი ორივე მხარის უფლება-მოვალეობათა გამიჯვნით სამართლიანად გადაწყდებოდა და ეს, ძირითადად, აქამდე უუფლებო დაქირავებულებს უფრო ეხებოდა. მაგრამ, როგორც ირკვევა, დამქირავებლებისთვის - დიდი კომპანია იქნება ეს თუ მცირე საწარმო - კანონის მოთხოვნას, რომლის შესრულებაზე ზედამხედველი არავინაა, დიდ ყურადღებას არავინ აქცევს და ყველაფერი ადრე გაკვალული გზით მიდის.
ამის დასტური თუნდაც ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ ჩატარებული გამოკვლევაა, რომლის მიზანი საქართველოში შრომის ბაზრის შესწავლა იყო. ანგარიშის ავტორებმა ბაზარზე მოქმედ ორ ათეულზე მეტ ცნობილ კომპანიაში ახალი "შრომის კოდექსით" გათვალისწინებული პირობების შესრულება შეისწავლა. ფირმები ორი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: მათ სანდოობის მაღალი დონე და მსხვილი გადამხდელის სტატუსი უნდა ჰქონოდათ. ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში, გამოკვლევის ავტორებმა მთლიანად 22 ცნობილი კომპანია შეარჩიეს, მათ შორის "კაუკაზუს ონლაინი", "კოკა-კოლა", "მაგთიკომი", "ყაზტრანსგაზ-თბილისი", "საქართველოს რკინიგზა", "ბარამბო", "კაზინო აჭარა", "ნიკორა", "ალდაგი", "ლომისი", "ელიტ-ელექტრონიქსი", "გუმბათი ჯგუფი", "ნიუ-ჰოსპიტალსი", "პროკრედიტ ბანკი", "რუსთავი-2", "პსპ ფარმა", "პოპული", "თეგეტა მოტორსი", "თაღლაურა", "ვისოლი","თელასი" და "საქართველოს ფოსტა". თუ როგორ სრულდება ჩვენში შრომითი კანონმდებლობა, ამის დადგენა თუნდაც ამ მონაცემთა თვალის გადავლებითაც ჩანს: აღნიშნული პარამეტრებით შერჩეული ოცდაორი კომპანიიდან გამოკვლევაში მესამედზე ნაკლებმა, მხოლოდ შვიდმა მიიღო, სხვადასხვა მიზეზით პროცედურაში მონაწილეობისგან თავი თორმეტმა შეიკავა, ხოლო სამ მათგანთან, როგორც გამოკვლევის ავტორები აცხადებენ... კომუნიკაციის დამყარება ვერ მოხერხდა (.!).
გამოკვლევის შედეგებით დადგინდა, რომ "შრომის კოდექსში" ხელშეკრულებების გაფორმებას მხოლოდ შვიდ კომპანიაში უზრუნველყოფენ. ესენი, კერძოდ, არიან "ყაზტრანსგაზ-თბილისი" (შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია 983 თანამშრომელთან), "ნიუ-ჰოსპიტალსი" (808 თანამშრომელი) "გუმბათი ჯგუფი" (85), "კოკა-კოლა" (365), "თეგეტა მოტორსი" (780), "მაგთიკომი" და "საქართველოს ფოსტა. აღნიშნული ბოლო ორი კომპანიიდან, "საქართველოს ფოსტაში" შრომითი ხელშეკრულება შარშან აგვისტოს შემდეგ გაფორმდა, "მაგთიკომში" კი, შრომითი ხელშეკრულებები ყველა თანამშრომელთან "შრომით კოდექსში" ცვლილებათა შეტანამდე დიდი ხნით ადრე იყო გაფორმებული.
რაც შეეხება თავად შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებათა შეტანამდე, ისინი, ძირითადად, ერთთვიანი და ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადებით ფორმდებოდა ხოლმე, სიახლეთა შემოღოების შემდეგ კი კონტრაქტების ვადიანობა ერთ წლამდე გაიზარდა.
ამასთან, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ერთი მეტად საგულისხმო გარემოება: როგორც გამოკვლევის ავტორები აცხადებენ, იმ კომპანიების ხელმძღვანელთა უმეტესმა ნაწილმა (ორის გარდა), რომლებსაც დაქირავებულ მუშაკებთან შრომითი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, ამ დოკუმენტის სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა კონფიდენციალობის პირობის დაცვის მოტივით და მათთვის ხელშეკრულებათა ასლების მიწოდება არ ისურვა.
უნდა ითქვას, რომ "ახალგაზრდა ადვოკატთა" ასოციაციამ გამოკვლევის შედეგები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს მიაწოდა, დაწვრილებით ინფორმაციას აღნიშნული საკითხის ყველა დაინტეერსებულ ორგანიზაციასაც გადაუგზავნა. ამასთან, "შრომის კოდექსის" შემდგომი დახვეწის გათვალისწინებით, გამოკვლევის შედეგად "ახალგაზრდა ადვოკატთა" ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის ავტორები რამდენიმე რეკომენდაციასაც იძლევიან. კერძოდ, სასურველი იქნება, რომ კომპანიებმა, რომლებმაც უარი განაცხადეს გამოკვლევაში მონაწილეობაზე, დასმულ შეკითხვებზე სრულყოფილი პასუხები მოამზადონ და ისინი მათ ელექტრონულ მედიაში გამოაქვეყნებენ; ორგანიზაციის წარმომადგენლები, კონფიდენციალობის სრული დაცვით, მზად არიან შეხვდნენ აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულ თანამშრომლებს უტყუარი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მისაღებად, შეხვდნენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამუშაო გარემოს დადებითი და პრობლემური საკითხების თაობაზე; იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპანიები დასმულ შეკითხვებს უყურადღებოდ დატოვებენ და არ განასაჯაროებენ, გამოკვლევის ავტორები უფლებას იტოვებენ, რომ მონიტორინგის შემდგომ ეტაპზე მოსამზადებელ დასკვნაში აღნიშნოს, რომ ამ ფირმებში "შრომის კოდექსის", კერძოდ სათანადო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის, რითაც კანონის მოთხოვნები უგულებელყოფილია, და ეს საჯარო განხილვის საგნად აქციონ.

















ავტორი:  ოთარ ტურაბელიძე


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი