- ეგ თემურ ალასანია, ძმაო, მგონი, დანიელ ანდერსენსაც აჯობებდა და გერმანელ გრიმებსაც, ზღაპრების წერა რომ დაეწყო...
- ბარაქალა ნინო შუბლაძეს, რომ მართლაც კარგი მეზღაპრე გაგვაცნო.
- ეტყობა, თავის საყვარელ დისწულს ბავშვობაში მოსკოვიდან ტელეფონით უყვებოდა ამერიკულ ზღაპრებს, ჩვენ კი ახლა უკვე ამერიკიდან გვიამბო ახალი ჯადოსნური ზღაპარი.
- ისე, "კამპანიას" და "კომპანიას" ნამდვილად უნდა არჩევდეს ერთმანეთისგან მაგ დონის პოლიტიკური მეზღაპრე...
- ბიძა და დისწული კი უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ასეთი მსგავსება, ძმაო, მართლა იშვიათია.
- მე, მაგალითად, მეგონა, რომ თემურ ალასანია კი არა, თვითონ დისწული ლაპარაკობდა - გათემურალასანიავებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თურმე ნიუ-იორკში მეტროთი და ფეხით დადის, რადგან ეს საწყალი ნაპრეზიდენტალი ეკონომიკურად შეჭირვებული ყოფილა.
- ხო ნახე, რა თქვა: რადგან დაცვის დაქირავების საშუალება არა აქვს, ხან მე დავდევ დაცვის მიზნით და ხანაც ჩემს ვაჟს ვაყოლებო. უკრაინაშიც ამიტომ ვახლდითო...
- რაც შეეხება რჩევებს, საერთოდ არ მეკითხება არაფერსო.
- ეტყობა, მუნჯური ურთიერთობა ჰქონიათ.
- არის საკითხები, როცა სწორედ მუნჯური ენის გამოყენებაა საჭირო. - მაგალითად, ირაღით ვაჭრობის საკითხი.
- რას ერჩი, კაცო, მთელი ცხოვრება სწორედ იარაღით ვაჭრობას ვებრძოდიო, თანაც გაეროს დონეზეო.
- იქნებ სწორედ ამ ბრძოლის დროს ცოტას თვითონაც წაივაჭრებდა ხოლმე, თაფლში თუ გაქვს ხელი ჩაყოფილი, თითების გალოკვას ვინ დაგიშლის!
- როგორც ჩანს, აგვისტოს ომის დროს თავისი ნაშოვნი ჟანგშეპარული იარაღის შესამოწმებლადაც იყო ჩამოსული გორში, სადაც მაინცდამაინც ვერ ასახელა მთავარსარდალმა დისწულმა.
- შენც გადაკრულად იმასვე აბრალებ, რასაც ეგ კაცი ჩივის.
- რაო, რას ჩივის.
- ამჟამინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იარაღით ვაჭრობას მაბრალებსო. ამიტომ სასამართლოში უნდა ვუჩივლოო.
- ვერ ჰქონია, აბა, ღარიბაშვილს საქმე კარგად. ეგ საერთაშორისო ორბიტაზე მოგრიალე ბიძა და დისწული მტერს გადაეკიდნენ.
- ისე, როგორც მაგის ზღაპრებიდან ჩანს, ერისა და ქვეყნის დამნაშავე დისწულთან ერთად მაგანაც ბევრ რამეზე უნდა აგოს პასუხი.
- მერე, აგებინებენ ვითომ.!. რაღაც, სამწუხაროდ, საქმეს ჯერჯერობით არ ეტყობა. პური ცხელ თონეში უნდა ჩააკრა, ცივ თონეში გამომცხვარი პური გინახავს სადმე.!.
- რა ვქნა, რატომღაც არა მგონია, რომ ამ თავშერცხვენილი პრეზიდენტყოფილის პოლკოვნიკი თუ გენერალი ბიძის "კომპანიური" ზღაპრები ჩვენებურად, ძველქართულად, ანუ იყო და არა იყო რათი დამთავრდეს...
- ვნახოთ, აღდგომა წინ არის. აღდგომა და ხვალეო, ხომ გაგიგონია.!.
მოქალაქეთა საუბარი ჩაიწერა გურამ წიკლაურმა
















































































მთავარი
კონტაქტი
2010