მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-04-01
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს

ბატონო გიორგი,
თქვენმა გაბედულმა, მართლაც ყველასაგან და პირველ რიგში თვით ივანიშვილისგან დამოუკიდებლად გადადგმულმა ნაბიჯმა - თქვენს აშკარად უკანონო შევიწროებაზე ამოგეღოთ ხმა და ეს თუნდაც იმით გამოგეხატათ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით სამუშაოდ გადასულიყავით პრეზიდენტის რეზიდენციაში, მეც საბოლოოდ გადამაწყვეტინა ჩემი ამ ნაბიჯის გადადგმა.
ჩემი ეს ნაბიჯი კი შემდეგში მდგომარეობს. ბევრი ფიქრისა და, პირველ რიგში ჩემიანების - დედაჩემ გიული ალასანიას, მეუღლე სანდრა რულოვსის, მზია ბებიას და ბიძაჩემ თემურ ალასანიას რჩევით მივედი იმ აზრამდე, რომ უარი მეთქვა ჩემს ადრინდელ გადაწყვეტილებაზე და, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, აუცილებლად ჩამოვსულიყავი საქართველოში, რათა ხმამაღლა, მსოფლიო საზოგადოების გასაგონად დავამტკიცო, თუ რაოდენ ცილისმწამებლურია ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირადად როგორც ჩემ, ისე საერთოდ ნაციონალების მიმართ.
მე ჩვენს უდანაშაულობაზე არ მაქვს ლაპარაკი. ეს წყალგაუვალი ფაქტია, რასაც ისტორიაც დაადასტურებს. მე შევეცდები, როგორც მოწმემ, კიდევ ერთხელ ყველას დავანახვო, თუ რა გაუგონარ სოციალურ სიმაღლეზე აიყვანა საქართველო ჩვენმა თითქმის ათწლიანმა დაუღალავმა შრომამ. ამას დღეს ყველა ხედავს და, უწინარესად, თვითონ ქართველი ხალხი, რომელმაც ჩვენი წყალობით გემო გაუგო, თუ რას ნიშნავს შემდგარი სახელმწიფო.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ, დიდად სამწუხაროდ, საზღვარი არა აქვს "ქართული ოცნების" უმადურობას და პოლიტიკურ შანტაჟს - რაც ამ ათი წლის მანძილზე კარგი გაგვიკეთებია, ყველაფერი წყალს გაატანონ და, "კარგი რატომ აგიგიას" პრინციპით, დამნაშავედაც კი გამოგვიყვანა. მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოუვათ, რადგან ამქვეყნად უკვე აღარ ბნელა.
თქვენ, როგორც ჩანს, უკვე მიხვდით, ვისთანაც გაქვთ საქმე და უთუოდ იმასაც მიხვედრილი იქნებით, რაც ამჟამად ხდება ჩემს წინააღმდეგ.
ამიტომ ჩემი კატეგორიული თხოვნაა (იქნებ მოთხოვნაც), რომ პირადად დაესწროთ ჩემს დაკითხვას ივანიშვილის პროკურატურაში, სადაც ამ დღეებში აუცილებლად ვაპირებ მისვლას არა მარტო როგორც მოწმე, არამედ როგორც ბრალმდებელიც, რომელსაც გაღმა შედავების ახლა უკვე ძალიან მოძველებული პრინციპით მედავებიან.
მეც და ჩემი თანამოაზრენიც აშკარად ვხედავთ, საით მიჰყავს ჩვენი, როგორც იტყვიან, წვითა და დაგვით აშენებული ქვეყანა კოალიცია "ქართულ ოცნებას", ჩვენ ამას არ დავუშვებთ. კიევის მაიდანი მოგონილი იქნება. დღეს უკვე აშკარაა, რომ ქართველ ხალხს საკეთილოდ აეხილა თვალი.
ჩამოსვლის თარიღს დამატებით შეგატყობინებთ.

მოწმეც და ბრალმდებელიც მიხეილ სააკაშვილი
კიევი, 31 მარტი.

p.s. რედაქცია გულწრფელ მადლობას უხდის ქვეყნის პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს ამ დეპეშა-წერილის ექსკლუზიურად ჩვენი რედაქციისათვის გადმოცემის გამო.















 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი