გიგის ვგულისხმობ ამ სათაურში, ი(უ)გულავას, "რუსთავი-2"-ის ეკრანზე ვისმა მორიგმა "რიხიანმა" ნაუბარმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა გნაცმოძრაობის ელიტის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჩემეული აბრევიატურის - თანსინადეფსიანების (თანდაყოლილი სინდის-ნამუსის დეფიციტის სინდრომიანები), - სისწორეში.
მართლაც, თუ ადამიანს გნაცმოძრაობელთათვის ორგანულად დამახასიათებელი უტიფრობა თანდაყოლილი არა აქვს, მას უცებ ვერ შეიძენს!
აღნიშნული თვისების "შესაძენად" ი(უძგულავას ფული რომ არ დახარჯვია, ეს ნაღდია!
ჰოდა, იდგა გუშინ ტელეკამერების წინ ეს თანსინადეფსიანი და მთავრობას ადრინდებულად აქიაქებდა დილის "კურიერში".
"მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა, რა არის მორატორიუმი, რაც მიუთითებს მის არაკოორდინირებულობასა და უნიათობაზე. პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ მორატორიუმი დაკავებებს ეხება, იუსტიციის მინისტრი კი ამბობს, რომ ეს ეხება ყველა სამართლებრივ პროცედურებს. ვინ არის მართალი, ღარიბაშვილი თუ წულუკიანი.."
ერთი წუთით დავუშვათ, რომ ი(უძგულავა მართლაც შტერია და ვერ გაუგია, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორატორიუმი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკავებებთან დაკავშირებით გამოაცხადა.
ერთი წამით უფრო "ღრმა" შტერადაც შევრაცხოთ იგი და ისიც დავაბრალოთ, რომ ვერც დაკავებასა და დაკითხვას შორის ამჩნევს განსხვავებას.
მაგრამ სინამდვილეში იგი შტერი კი არა, მართლაც თანსინადეფსიანია და თანაც - ვირეშმაკა: ყველა ჩვენგანის არა, მაგრამ გნაცმოძრაობის ტვინგაცხელებული მომხრეების გაშტერება-მოღორებას და მთავრობის განხეთქილება-უნიათობაში მათს დარწმუნებას კი ისახავს მიზნად:
ის კი არა, კინაღამ მეც დამაეჭვა. ამიტომაც ტელევიზორი 15 აპრილის "არჩევანზე" "გადავახვიე", რომელშიც თეა წულუკიანიც მონაწილეობდა:
- თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრი, როგორ ფიქრობთ, უნდა შეჩერდეს თუ არა გიგი უგულავას - ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის - მიმართ პროცესები ამ ორი თვის განმავლობაში და მერე გაგრძელდეს. - ეკითხება გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია იუსტიციის მინისტრს.
- ის, რასაც ვიტყვი, იუსტიციის სამინისტროს პოზიცია კი არ არის ამ შემთხვევაში, არამედ უწყებათაშორისი კომისიის პოზიციაა, რომლის თავმჯდომარეობის პატივიც მე მხვდა. ვგონებ გუშინწინ, იქნება ვცდები, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გიგი უგულავა ფინანსურ პოლიციაში დასაკითხავად დაბარებული იყო შუადღით, როდესაც იგი ზუგდიდში მიტინგზე იმყოფებოდა. უწყებათაშორისმა კომისიამ, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ გიგი უგულავას ხელი არ შეშლოდა მიტინგში მონაწილეობაში და საღამოს მის მიერვე შემოთავაზებულ დროს მისულიყო დაკითხვაზე...
მართლაც თანსინადეფსიანს გარდა სხვა ვინ იტყოდა ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ალთასაა, იუსტიციის მინისტრი კი - ბალთასო და, ამის საფუძველზე, ვინ დაასკვნიდა, მთავრობა არაკოორდინირებული და უნიათოაო.
მკითხველს ეხსომება, როგორი ირონიით შეხვდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები მორატორიუმის გამოცხადებას, - ეს მთავრობის ფარისევლობააო!
ახლა კი სწორედ ამ მორატორიუმს ებღაუჭება ი(უძგულავა, თუმცა, მშვენივრად იცის, რომ იგი მას არ ეხება, რადგან სასამართლო პროცესი, რომელზეც იგი გუშინ დაიბარეს, "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ აფიორას ეხება. მასზე ორი მოწმე უნდა დაკითხულიყო და მის დაკავებას არავინ არ აპირებდა.
მაშ რად ებღაუჭები მორატორიუმს და რატომ ცდილობ ხალხის მოტყუებას, გიგილო.
იმიტომ, რომ, როგორც ვთქვი, შენი "თანამებრძოლებივით" უტიფარი თანსინადეფსიანი ხარ და არავითარ შემთხვევაში - შტერი (თუმცა ხშირად განზრახ კი იშტერებ ხოლმე თავს!).
შენდა სამწუხაროდ, არც ხალხია შტერი და, შენ რომ იცი, ის კბილიც კარგა ხანია, მოიცვალა!
მაგრამ ერთ რამეში კი, თუმცა, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც გეთანხმები: ეს მთავრობა, თუნდაც ერთგვარად, მართლაც რომ არ იყოს უნიათო, შენ და შენგვარი თანსინადეფსიანები ამდენს ვერ იბლატავებდით!
















































































მთავარი
კონტაქტი
2010