"არგუმენტი ი ფაქტი" დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალტირაჟიანი გაზეთია (2244058). ვრცელდება მთელ მსოფლიოში (საქართველოში ქართული ჩანართით იბეჭდება). ბოლო, აპრილის ნომერში (# 17) რუბრიკით - "გულახდილად პირადულზე" დაბეჭდილია ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეპროგრამა "ჭეშმარიტების მომენტის" ავტორის ანდრეი კარაულოვის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი პირველად უპასუხებს გულახდილად კორესპონდენტის ბევრ "უხერხულ" კითხვას. ქვემოთ გთავაზობთ გაზეთის კორესპონდენტის ერთ-ერთ კითხვაზე ანდრეი კარაულოვის ერთ-ერთ პასუხს.
- თქვენზე ამბობენ, რომ ხშირად იცვლით აზრს, როგორც ფლუგერი, "ადვილად ეხამებით პოლიტიკურ სიტუაციას". სწორედ ამაში გდებენ ბრალს. აი, მარტო ერთი მაგალითი. თქვენ დიდი ხნის მანძილზე ლაპარაკობდით: საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვენი მეგობარიაო. ამჟამად კი ეს "ნიუ-იორკელი ბიჭუნა" "კაცაპების" წინააღმდეგ კონსულტაციებს უწევს "ნარინჯოვან პრინცესას" ტიმოშენკოს. ახლა უკვე სააკაშვილის წინააღმდეგი ხართ.
- თბილისში სააკაშვილი მიჩვენებდა თავის კაბინეტთან შეერთებულ ოთახს ადმინისტრაციაში: "მინდა, რომ ჩემ გვერდით იყოს რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის კაბინეტიო". ეს იყო ათი დღის შემდეგ პირველი ინაუგურაციიდან. რა მოუვიდა შემდეგ, საიდან გაუჩნდა მოულოდნელად ასეთი რომანი ბუშ-უმცროსთან. ამის შესახებ მხოლოდ მკითხაობა შემიძლია. არ არის საინტერესო ეს თემა. სააკაშვილი, პრეზიდენტი, ნაძირალა გამოდგა - რას ვიზამთ, ასეა ეს ახლა. დარწმუნებული ვარ: პრემიერ ჟვანიას, ჩემი ამხანაგის მკვლელობა, - მისი საქმეა.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010