მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-01-16
ჩვენ მამლუქები არ ვართ!!!

მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები მუხლს იყრიან იმ ჭეშმარიტი ქართველების წინაშე, ვინც ჩვენი თმაშევერცხლილი მსოფლიოს უდიდესი ავტორიტეტი, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია გაზარდა. ასევე, ჩვენ ვულოცავთ პრეზიდენტის მეუღლეს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, მის შვილებს.
ნახევარი ცხოვრება საქართველოდან მოშორებით გავატარეთ. არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ქართველები ვართ, ჩვენი ღირსება არასოდეს დაგვიკარგავს. ჩვენ სამშობლოდან ძალიან შორს შევინარჩუნეთ ქართული გენი, მებრძოლი სული. ცხოვრების ქარიშხალმა იმდენი გვარყია, ცხოვრების სიმძიმე თანდათანობით გადავიტანეთ. სულის სიმარტოვეზე მეტი საშინელება არაფერი ყოფილა ქვეყნად. არც ომი, არც სისხლი, არც ცრემლი და არც სიკვდილი. ვერასოდეს გაიგებენ ყოველივე იმას, რაც ჩვენ გამოგვივლია, მაგრამ ყოველთვის ერთგულნი ვართ სამშობლოს, ერისა და ჩვენი პრეზიდენტის წინაშე. ჩვენ მოტოვებულნი ვართ ხალხისგან, არც კი გვიცნობენ. ვიცით, რომ ათიათასობით მოაზრე გვყავს საქართველოში, ვიცით რომ ერთმანეთის გულის ნადებს ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთმანეთისთვის ხმა ვერ მიგვიწვდენია. მტერს უპყრია პრესა-ტელევიზია, მასონური ამერიკა და ევროპა მშვიდად გვიყურებს როგორ ვიცლებით სისხლად ჭეშმარიტი ქართველები და მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები.
ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები მიწაში წვანან. ქვეყნის ზნეობრივად მაღალი პიროვნებები საპყრობილეში ჰყავთ გამოკეტილი. გადარჩენილნი კი, დასახიჩრებულნი და განდევნილნი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გადახვეწილი. ძალიან გვინდოდა, ჩვენს მიწაზე ვყოფილიყავით, რაღაც გვეკეთებინა სამშობლოსა და ხალხისთვის, მაგრამ სამშობლოს მოღალატეებმა და გამყიდველებმა არ მოგვცეს ამის საშუალება. ჩვენ მაშინ ქართველი მოღალატეების წინააღმდეგ ვერ ავწიეთ იარაღი, ჩვენ მაშინ უმწეონი ვიყავით, მაგრამ დღევანდელმა წესწყობილებამ ძალით მებრძოლებად გვაქცია. ჩვენო ჭეშმარიტო ქართველებო! არ შეიძლება იმათი ნდობა, ვისაც მასონური ამერიკა და ევროპა აპროგრამებს. ვერ ვენდობით მათ, ვინც საქართველო სისხლში ჩაახრჩო, ვინც სული ეშმაკს მიჰყიდა. 20 წელია, სატანის სამსახურშია მასონი ივანიშვილი თავისი დემონებით, მასონი შევარდნაძე თავისი ხუნტით და მასონი სააკაშვილი თავისი ბანდით. ეს ადამიანები ერის ქონებრივი და გონებრივი სიმდიდრის პარაზიტებია და ისინი უნდა გაქრნენ.
ჩვენო ჭეშმარიტო ქართველებო! გვჯერა, რომ ჩვენს სამშობლოში მრავლად არიან წესიერი, მუყაითი, მშვიდობიანი, პატრიოტი ადამიანები, ვის გულშიც არ განელებულა სამშობლოს, დიდი ზვიადისა და მერაბის სიყვარული. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ათასჯერ გადაიტანა ცეცხლით გამოცდა, მაინც ვერ მოკლეს, ათასჯერ წამოდგა ფეხზე, კიდევ უფრო გამოწრთობილი.
ჩვენო ჭეშმარიტო ქართველებო!
ჩვენ, მსოფლიოს ყველა კეთილი ნებისა და რწმენის ადამიანები, გავერთიანდით სატანისტების ბნელი ზრახვების ჩასაფუშად, მალე დადგება დღე და ჩვენს სამშობლოში თავისუფლების მზე გაათბობს გარემოს. თავისუფლად დაბადებულ ადამიანებთან ერთად მოევლიანებიან ქვეყანას თავისუფალი აზრები და გრძნობები. მათ არ ექნებათ წარმოდგენა იმაზე, თუ რა წყვდიადში გვიხდებოდა ჩვენ ცხოვრება, რა საშინელი იყო ჩვენთვის ბრძოლა. მთელი სიცოცხლე ამგვარ ბრძოლებს შევალიეთ და ახლა დაღლილ-დაქანცულნი ვეგებებით მზის ამოსვლას.
ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ხსნა. გვჯერა, რომ უფალი იხსნის საქართველოს და საქართველოს იხსნიან თავდადებული და თავგანწირული შვილები. საქართველოს იხსნიან კავკასიის ეროვნულ-განმათვისუფლებელი მოძრაობის მებრძოლნი. მალე გვენახოს აღდგენილი საქართველოს კანონიერი ხელისუფლება.
ჩვენო ჭეშმარიტო ქართველებო, ღმერთი მოგივლენთ ისეთ სიხარულს, არც ერთ ერს რომ არ ღირსებია. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მებრძოლნი საზღვარგარეთიდან: გიორგი ციხისთავი, ბერდია ღუდუშაური, სალომე მწითური, გეგა ყაზბეგი, გიორგი ამაღლობელი, ლელა ჭინჭარაული, ნაილი ხომერიკი, დიანა სააკაშვილი, ლევან კორინთელი, ლაშა გამსახურდია, ეკატერინე სავანელი, სანდრო მარიამიძე, გიორგი გალდავა, ნატო ბოკუჩავა, გიორგი ჩოლოყაშვილი, დავით ჯანდიერი, ლევან ზაალიშვილი, დიტო შერმადინი, ნიკო საკრაული, ლექსო ყამარაული - სულ 3031 მებრძოლის სახელით.

სირია, დამასკო.













 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი