გვჯერა, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენს აღმოსავლეთ ევროპის პატნიორ ქვეყნებს, რომლებმაც ევროპული არჩევანი გააკეთეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონში დღეს არსებული სირთულეების გათვალისწინებით, ევროკავშირის აქტიურ ძალისხმევას ელის.
"გვჯერა, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენს აღმოსავლეთ ევროპის პატნიორ ქვეყნებს, რომლებმაც ევროპული არჩევანი გააკეთეს. "თავისუფალი, ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის" პროექტი ჯერ არ შემდგარა და ველით, რომ ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ევროკავშირი აქტიურ როლს შეასრულებს ამ მიზნის მიღწევაში, - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერი იმედოვნებს ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა შესაბამისი რესურსისა თუ ინსტრუმენტის გამოყენებით.
- ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის დახმარებას რეფორმების განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში, მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ "მეტი-მეტისათვის" პრინციპის ფარგლებში, საქართველოს გამოუყოს დახმარება 30 მილიონი ევრო. ეს თანხა მიმართული იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში ჩართული საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციისკენ, აგრეთვე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისკენ. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა შესაბამისი რესურსისა თუ ინსტრუმენტის გამოყენებით, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, რომპეისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებო საქართველოს მონაწილეობაზე ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი და ქვეყანაში მშვიდობის რეალური გარანტი. ჩვენთვის უაღესად მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც ევროკავშირს შეაქვს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობითა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის გზით, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010