მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-05-21
თბილისის ბუნდოვანი

"პანორამა თბილისის" შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ზოგადად კი პროექტი გაჩერებულია და დედაქალაქის მერად დავით ნარმანიას მოვლინებას ელოდება. მისი განხორციელებაც ამის შემდეგ გადაწყდება და ვადაც განისაზღვრება.
თანაინვესტირების ფონდი "პანორამა თბილისის" პროექტიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. "პანორამა თბილისი" არის ფონდის პროექტი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ამ პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელი", - აცხადებენ ფონდში.
რამდენიმე დღის წინათ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილმა პროექტ "პანორამა თბილისის" დაფინანსება გადაიფიქრა. როგორც ცნობილია, მერიაში პროექტის ერთი განხილვა უკვე გაიმართა, მაგრამ "პანორამა" დედაქალაქის მთავრობიდან წინააღმდეგობას წააწყდა.
ორი კვირის წინათ, მერიამ თანაინვესტირების ფონდს მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ნაკვეთები არ გადასცა. მერიაში განაცხადეს, რომ არ იყო დასაბუთებული პროექტ "პანორამა თბილისის" მიზანშეწონილობა, ამიტომ თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხთა კომისიამ გადაწყვიტა, ფონდს უარი ეთქვას.
როგორც მერიის განცხადებიდან ირკვევა, განმცხადებლის მიერ, წარმოდგენილი მასალებითა და დოკუმენტაციით საერთოდ არ იყო დასაბუთებული წარდგენილ მასშტაბურ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის მიზანშეწონილობა.
თბილისის მერიამ თანაინვესტორების ფონდს "პანორამა - თბილისისთვის" ჩუღურეთის რაიონი შესთავაზა და საკუთარი შენიშვნებით უკან დაუბრუნა.
"პანორამა-თბილისი" ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - სოლოლაკის მაღლობს, სოლოლაკის ბაღებს, თავისუფლების მოედანს და ერეკლე მეორის მოედანს აერთიანებს. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო მისი განხორციელება 2015 წელს დაიწყება. პროექტის პირველი საჯარო განხილვა 7 აპრილს გაიმართა.
თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, აქამდე მხოლოდ სოლოლაკის ბაღების და მაღლობის განვითარების პროექტი წარმოადგინეს, თუმცა, მუშაობენ სხვა პროექტებზეც. ბაჩიაშვილის განცხადებით, პროექტზე მუშაობა გაგრძელდება მერიის არქიტექტურის სამსახურის აზრის გათვალისწინებით, რათა პროექტი მისაღები იყოს ქალაქისთვის.
თანაინვესტირების ფონდი პროექტ "პანორამა თბილისს" გათვალისწინებული შენიშვნებით მერიას დაახლოებით 2 თვეში წარუდგენს. "მას შემდეგ, რაც პროექტს ხელახლა წარვადგენთ, უკვე მერიამ უნდა გადაწყვიტოს, მოაწყობს თუ არა პროექტის მეორე განხილვას და როდის", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, როგორც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ეტაპზე არქიტექტურული კომპანიებისა და დიზაინების შერჩევა მიმდინარეობს.
ასე რომ, საზოგადოებისთვის წარდგენილი მეტად ორიგინალური პროექტი, რომლის ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, დაკიდული ბაღების მსგავსად ჰაერშია გამოკიდებული, თუმცა, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს. თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, ყველაფერი ძველებური გრაფიკით გაგრძელდება. თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია "პანორამას" კეთილი თვალით უყურებს.
"ნებისმიერი ქალაქის მერი ინატრებდა ნახევარმილიარდიან ინვესტიციას ქალაქში", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია "პანორამა თბილისის" პროექტს, - ეს არ არის ჩემი პროექტი, იგი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც გვთავაზობს ინვესტორი და საინვესტიციო ჯგუფი. ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ნახევარმილიარდდოლარიანი ინვესტიცია შემოვა დედაქალაქში და დასაქმდებიან ადამიანები როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე, ამ პროექტის ექსპლუატაციის პერიოდში, ბიუჯეტში გადახდილი იქნება შესაბამისი გადასახადები".










ავტორი:  ბექა დანელია


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი