საქართველოს მასშტაბით 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 27 ამბულატორია საქართველოს სხვადახვა რეგიონში უკვე დაამონტაჟა. პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე 82 ამბულატორია დამონტაჟდება. მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ამონტაჟებს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.
იმერეთის რეგიონში ხუთი ამბულატორია უკვე დამონტაჟებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 8 ამბულატორია, აჭარის რეგიონში ჯერჯერობით ერთი ამბულატორიაა დამონტაჟებული.
კახეთის რეგიონში ფონდმა 8 ამბულატორია დაამონტაჟა. ქვემო ქართლის რეგიონში - ორი ამბულატორია.
შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით არის აღჭურვილი.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010