მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-08-09
რა აშფოთებს კარლ ბილწ... უკაცრავად, ბილდტს ?

- თუ საქართველოს პრემიერს არ უნდა, მოუსმინოს ევროკავშირში საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია და გავითვალისწინებთ!
ეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილწ... უჰ, კიდევ ერთხელ უკაცრავად, ბილდტის სიტყვებია, რითაც იგი "ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
რა უნდოდა ჩვენს პრემიერს კარლისგან (გვარი შეგნებულად არ ვახსენე, რათა კვლავ მოსაბოდიშებლად არ გამხდომოდა საქმე!).
"ეს არის სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელთაც აქვთ გარკვეული "მეგობრული" ვალდებულებები და ისინი უბრალოდ თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ (თუ არ უნდოდათ, რომ სცოდნოდათ - "სრ" რედძ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში"...
აი, ასე ახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა ის კრიტიკა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე კარლმა (მის გვარს აწი ვერვინ წამომაცდენინებს!ძ და მისმა ლიტველმა კოლეგამ ლინას ლინკევიჩიუსმა გამოთქვეს.
აუჰ, როგორ მწარედ გაითვალისწინებენ ამას კარლი და მისი აწ უკვე ორიოდე კინკილა ევროპელი თანამოაზრენი!
მე კი, პირადად, ერთი რამ მაინტერესებს: უთუოდ ანგარიშგასაწევი ქვეყნის - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი უბრალო თანამდებობა სულაც არ არის და ამდენად მის პოზიცია-გამონათქვამებზე ვერვინ იტყვის, კუმ ფეხი გამოყოო, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო: შვედეთს ხომ ჰყავს სახელმწიფოს ფორმალური მეთაური - მეფე, ხომ ჰყავს პარლამენტი, რომელიც ირჩევს პრემიერ-მინისტრს, ხომ ჰყავს ვიცე-პრემიერებიც დარგების მიხედვით და ა. შ..
მართალია, საგარეო ურთიერთობებს კარლის უწყება განაგებს, მაგრამ, თუ მისი პოზიცია ქვეყნის პოზიციაა, ზემოთ დასახელებულნი ერთხელ მაინც არაფერს არ უნდა ამბობდნენ.
ამ შემთხვევაში სულაც არა, ძვირფასო კარლ, ერთი, ალბათ, შენთვისაც ნაცნობი ფრაზა მინდა შეგახსენო. მითხარი, ვისთან მეგობრობ და გეტყვი, ვინცა ხარო!
ამის გათვალისწინებით, შენ, რაკი მიშას მეგობარი ხარ, ჩვენთვის მეგობრად ვერ გამოდგები და ვერც შენი გამონათქვამებით ვიხელმძღვანელებთ!
და, რაც მთავარია, თუ ჩვენს ქვეყანას შვედეთში და, მით უფრო, ევროკავშირში, შენზე და ლინასზე უკეთესი, "საუკეთესო მეგობრები" არ ჰყვანან, დავღუპულვართ და ისაა!
და ბოლოს, რაკი, როგორც ამბობენ, გამინისტრებამდე მიშა-ნაციონალთა ლობისტურ კომპანიას ხელმძღვანელობდი (რა თქმა უნდა, არა ოდენ მათი ლამაზი თვალების გამო!), ამიტომ უნდა მივიღოთ უაპელაციოდ შენი, ამჯერად ბოდიშს არ მოგიხდი, ყოველგვარი "ნაადვოკატარი.
წადი, გაიარე, კარლ, ოღონდ ფრთხილად, რამეს ფეხი არ წამოჰკრა!
კანონზე მაღლა, რაგინდ მაღალი და გრძელიც არ უნდა იყოს, ჩვენთან არავინ არ დგას!
აი, უბრალოდ, ამ კურსს ადგას დემოკრატიისკენ მიმავალი საქართველო!












ავტორი:  რუსლან რუსია


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი