მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-09-04
ეროვნული მუზეუმის ვნებანი

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მეცნიერებისთვის აყვავების ხანის დამპირებელმა "ვარდოსანთა" ხელისუფლებამ სამეცნიერო, კვლევითი და სასწავლო ორგანიზაციების "ოპტიმატიზაცია" დაიწყო. უაზროდ ხდებოდა სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების შერწყმა. თავინთი შეხედულებებისამებრ აუქმებდნენ ხელისუფლებისთვის გაუგებარ, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანეს დაწესებულებებს. განათლებაზე საქვეყნოდ ნიანგის ცრემლებით მომტირალი სააკაშვილი ქუჩაში, უმუშევრად ტოვებდა ასეულობით მეცნიერ-თანამშრომელს, განათლების კვალიფიციურ მუშაკს, ახალი თაობისათვის, საერთოდ საზოგადოებისათვის ესოდენ საჭირო ხალხს.
ხელოვნების მეუზეუმის თანამშრომლებს "ვარდებითა" და დაპირებებით მოსულმა ხელისუფლებამ 2006 წელს განუცხადა, რომ შეიქმნა ეროვნული მუზეუმი, რომლის დაქვემდებარებაში ხელოვნების მუზეუმიც შევიდა. მუზეუმის "საგანძურის" ფონდის მთავარი მცველის ელენე კავლელიშვილის განცხადებით, "სიახლის" მიხედვით ხელოვნების მუზეუმს შეუჩერდა იურიდიული სტატუსი, მაგრამ ახლად შემოერთებულს "ზევიდან" განუმარტეს, რომ ფონდების ხელშეუხებლობა ძველებურად ავტონომიური ხდებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ამბობს მთავარი მცველი, როდესაც მუზეუმის ფონდებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი ყველამ აიცილა თავიდან, მათი რემონტების დაფინანსება ბიძინა ივანიშვილმა ითავა, მაგრამ "ნაცებმა, აქვე გამოძებნეს გამოსავალი. იმის გამო რომ ხელოვნების მუზეუმი სტრუქტურულად ახალი ბრძანებით ეროვნული მუზეუმის ქვედანაყოფი გახდა, ცნობილი მეცენატის გამოყოფილი ფული მთლიანად სათაო ორგანიზაციის ანგარიშზე ჯდებოდა, რის გამოც მთელი გამოყოფილი თანხა კავლელიშვილისა და მის კოლეგების გვერდის ავლით მიდიოდა. ამას მოჰყვა მთელი რიგი ექსპოზიციების დახურვა. დარჩა მხოლოდ ოქროს "ფონდი", "საგანძური", რომელზეც მთელმა დატვირთვამ გადაინაცვლა.
ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამუზეუმო ქველმოქმედება შეწყდა. ხელოვნების მუზეუმის ეროვნული მუზეუმისაგან გამოყოფის მოთხოვნა, დამოუკიდებელი სახელის აღდგენა და დამოუკიდებელი დაფინანსება კვლავ ძალაში რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დარგის წინსვლა შესაძლოა შეფერხდეს და კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, ამას აცხადებენ ხელოვნებათმცოდნეები, დარგის ექსპერტები და სპეციალისტები. ყველამ ერთად მაშინდელ პრემიერ-მინისტრს და კულტურის მინისტრს მიმართა... მაშინ რაღაც პერიოდში სასიკეთო ძვრები შეინიშნებოდა, მაგრამ მალე ყველაფერი შეჩერდა.
მუზეუმის თანამშრომლები დაიბარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, საიდანაც კონკრეტული წინადადებები არ წამოსულა. უფრო მეტიც, ეროვნულ მუზეუმში უარყოფენ კავლელიშვილისა და მათი კოლეგების განცხადებებს, მას რამდენიმე თანამშრომლის სუბიექტურ მოსაზრებებს უწოდებენ. ექსპოზიციების დახურვასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის პრესცენტრის ხელმძღვანელი ანა ვერულაშვილი დახურვას მხოლოდ ექსპონატების გადასარჩენად ჩატარებულ ღონისძიებად მიიჩნევს, რადგან თურმე შენობაში წვიმა ჩადის და მისი დახურვაც ამ გარდაუვალობით იყო გამოწვეული.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა შესაბამისი სამთავრობო კონცეფცია.
მაგრამ ამ დოკუმენტაციაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო. რაც ჯერ არც ერთი უწყებიდან არ შეინიშნება...




ავტორი:  ზაზა ბილიხოძე


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი