საქართველოს რესპუბლიკა
2013-05-11
აუცილებელია გაირკვეს, წინა ხელისუფლების დროს ვინ რა დანაშაული ჩაიდინა
სანამ ხალხს სამართლის ძებნა ქუჩაში დაუწყია, უმჯობესი იქნება ეს შენობაში მოხდეს, - ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
- ჯერ უნდა დადგინდეს დამნაშავეები, შეფასდეს რეჟიმი და შემდეგ ხელისუფლებას შეუძლია ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება მათ მიმართ, თუმცა, დამნაშავეები აუცილებლად უნდა დასახელდეს. ჩვენ იმის მომხრე არ ვართ, რომ ყველა ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ უნდა გახდეს ცნობილი - ვინ რა დანაშაული ჩაიდინა და ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. იგი ყველას მოუწოდებს 19 მაისს სპორტის სასახლეში მივიდნენ. აღნიშნულ ყრილობაზე ისინი წერილობით მიმართვას მიიღებენ და ამ მიმართვას ხელისუფლებას გადაუგზავნიან.
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი
2010