გუშინ საქართველოს სახალხო არტისტმა, ჩვენი გაუბედურებული ქვეყნის ერთ-ერთმა ჭეშმარიტმა ჭირისუფალმა დიმიტრი ჯაიანმა, მოიწვია რა ვერის ბაღში საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლთან დედაქალაქის შემოქმედებითი ინტელიგენცია და მასმედია, ასეთი სახის განცხადება და ვიდეოფილმი გაავრცელა:
SOS
ქალაქში მკვლელია!
მე, დიმა ჯაიანი, დევნილი ჩემივე ქვეყანაში, დღეს აქ შეკრებილი საზოგადოების წინაშე ოფიციალურად ვაცხადებ - ქალაქში მკვლელია!
მე, დიმა ჯაიანი, დევნილი ჩვენივე ქვეყანაში, მივმართავ საკუთარ ხალხთან "როდიონოვის ნიჩბებით" მოლაპარაკე ხელისუფლებას - ქალაქში მკვლელია!
ამ ძეგლთან 2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებთან ერთად ხელი მოვაწერე "ღირსების ულტიმატუმს", იმ ულტიმატუმს, რომელიც არარად ჩააგდო ხელისუფლებამ და მე დღეს მოგმართავთ ღირსებააყრილი შეურაცხყოფილი დევნილების სახელით!
მოგმართავთ უცხოეთში, ლუკმაპურის საძიებლად გადახვეწილთა სახელით!
მოგმართავთ საპატიმროებში გისოსებს მიღმა დარჩენილი ადამიანების სახელით!
მოგმართავთ შვილმკვდარი მამების სახელით!
მოგმართავთ ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების სახელით!
მოგმართავთ საქართველოს სახელით!
მივმართავ საქართველოში არსებულ ყველა ტელევიზიას - აჩვენეთ ეს ფილმი!
მივმართავ ბეჭდურ მედიას - გაავრცელეთ მიმართვა!
მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას - ნახეთ და შეაფასეთ ფილმი!
http://www.youtube.com/watch?v=64qJQommhwk
წინააღმდეგ შემთხვევაში მე, დიმა ჯაიანი, დევნილი ჩემივე ქვეყანაში უფლებას ვიტოვებ შემოვიარო მთელი საქართველო, შევაღო ყველა სახლის კარები, ვაჩვენო ფილმი და გავაფრთხილო ყველა - მამებო, დაიცავით შვილები! ქალაქში მკვლელია.
პატივისცემით დიმა ჯაიანი
31.05.2012
სხვათა შორის, საზოგადოებას ბატონმა დიმამ ესეც უთხრა: როდესაც ვამბობ ქალაქში მკვლელია, რა მიხვედრა უნდა, იგულისხმება საქართველოში მკვლელია! ფრთხილად ქართელებო!
















































































მთავარი
კონტაქტი
2010