1 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს ნინოობას;
...პატარა ნინო ხშირად ისმენდა ამბებს ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომაზე, სამოსელზე, კვართზე, რომელიც მცხეთიდან მოსულ ურიებს ერგოთ წილად. მაშინ ჩაესახა გულში სურვილი, ეპოვა უფლის კვართი და თაყვანი ეცა მისთვის, რასაც დაუღალავად შესთხოვდა ღვთისმშობელს ლოცვისას.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინა თავისი მხევლის ლოცვა, სიზმრად ეჩვენა მას და უთხრა: "წადი ჩემს წილხვედრ ივერთა ქვეყანას და იქადაგე იქ სახარება ძისა ჩემისა იესო ქრისტესი, და ვიქნები შენი მფარველი და შემწე".
...აი, ჯვრით ხელში მოადგა ნეტარი ქალწული ჯავახეთის მთებს. ივნისი იდგა, მაგრამ მთები დათოვლილი იყო... ნინომ ლოცვა აღავლინა, ფარავნის ტბასთან ორი დღე დაჰყო, საზრდო მეთევზეთაგან მიიღო, ძალა მიეცა და მენახირეებს სადაურობა ჰკითხა. მათ უპასუხეს, დიდი ქალაქის, მცხეთის მკვიდრნი ვართო.
მეჯოგეებმა მოციქულთა სწორს მცხეთის გზა მიასწავლეს და ისიც გაემართა დასავლეთისკენ...
მძიმე გზებით იარა ნეტარმა, მხეცებს ძლივს გადაურჩა, ის მხოლოდ ლოცვაში ჰპოვებდა შვებას...
ურბნისიდან მცხეთისკენ გაეშურნენ მენახირეები და მგზავრები, რათა არმაზისთვის ეცათ თაყვანი, მათ გაჰყვა ნეტარი ნინო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპიკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია || თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს, რომ წმინდა ნინო არის საქართველოს მფარველი, ჩვენი ერის განმანათლებელი.
















































































მთავარი
კონტაქტი
2010