შალვა რამიშვილმა ფეისბუქის გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: "მიშამ წამებაზე არაფერი იცოდაო, რო ამბობენ, და თან სტალინის ძეგლის დადგმაზე რომ იჭაჭებიან"... აი კომენტარებიც.
"აფუთფუთდნენ"...
"არც მიშამ და არც ვანომ არა"?
"მიშამ ისიც კი იცის, ცაში რომელი ჩიტი დაფრინავს და რა არ იცოდა. ეგ ზღაპრები თავის ნიკუშას მოუყვეს"...
"აბა...ეს ჯალათები რამეს რო იტყვიან სტალინის ძეგლზე."..
"რა სუნი აუშვეს.! სანდრასი არ იყოს, სურენას სტალინს რომ ადარებდა.
ნუ ვეძებთ მორალს პოლიტიკოსებში...კარგი პილიტიკოსიც კი სრულიად ამორალურია....მათ აქვთ მიზნები და ამ მიზნებისათვის ყველაფერზე წავლენ...მით უმეტეს, ეს ხალხი, რომელიც თავის თავს პოლიტიკოსებს ეძახის... მათ ეგრე უნდა აკეთონ..."აქა დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ"...და საერთოდ გადავეჩვიოთ გულის მოყვანას და აღშფოთებას უტიფრობის მიმართ..."საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს"....
"სტალინმა ომი კი მოიგო, მარა ბევრი დანაშაული ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ. ოსებს მისცა ახალგორი მაშინ სტალინმა და იმის მერე ვეღარ ამოვისუნთქეთ"...
"რაც დრო გადის, მით უფრო უახლოვდება მიშა ციხის კარებს...მაგას თუ ხვდება".....
"ამ შეურაცხად სააკიანს სურდა, ისტორია გადაებრუნებინა და ყველა გმირზე ძლიერად თვითონ ჩაწერილიყო, მერე წმინდანად გამოგვეცხადებინა....რაც გველის წიწილები დასისინებენ, ყველას თავები აქვთ გასაჩეჩქვი, ეგენი მაინც ვერაფერს გაიგებენ, რადგან თავში ტვინის მაგიერ შხამი აქვთ."..
"არ დადგათ სტალინის ძეგლი. არ პრავდება ეს თემა"...
"საქართველოს წიაღი ყოველთვის იყო და იქნება მსოფლიო მასშტაბის ლიდერთა წარმოშობის ადგილი, მაგრამ არა ისეთების, როგორიც უგვარო და უგვანო სააკაშვილი და მისთანებია, რადგანაც მათგვარ არსებებს უბრალოდ ხალხი გაანადგურებს და მოსპობს"!
"მიშა რომ სტალინის ძეგლს იღებდა, რა პირობით იღებდა გახსოვს".
სანდრა რულოვსი: "საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები. სტალინი, ბერია, გამსახურდია. შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს... ამ ლიდერთა თვალთახედვა სცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ამ ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი.
პასუხიმგებლობის გრძნობა ნაკლებია... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს, აქ არ არის ლაპარაკი პირდაპირ ფაშიზმზე ან რაღაც მაგდაგვარზე. თუ ვინიცობაა, მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემალური თვისებები, მაშინ მას ამის შესახებ მიუთითებენ"...
"მიშა უბრალოდ გიჟია,გიჟია,რომელიც ჭკვიანს თამაშობს თუ პირიქით, ჭკვიანია და გიჟის როლს ირგებს. ჩვენ რომ გაგვაგიჟა ეგ ფაქტია და, აქედან გამომდინარე, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება".
"ტიპები დემოკრატიას აწვებიან და სტალინს ვერ ელევიან! დემოკრატია ფარად უნდათ მხოლოდ, მათი ნამდვილი სახე კი სტალინიზმია"!
"დეპუტატებისთვის კვერცხის სროლას რომ ტაშით ეგებებიან და თან სტალინის ძეგლის შეღებვაზე რომ იჭაჭებიან"...
"სტალინის სიყვარული მიშას მმართველობამ გააღვივა.. აი ეს არის ტოტალიტარიზმში შემზარავი. ის მონობის წყურვილს აძლიერებს, თან მიშას იდეოლოგია ვერაგულად ცდილობდა ამის დანერგვას მასებში, და შედეგიც: აბიტურიენტებმა ოჯახის წევრების დამსმენი ბოლშევიკი პატრიოტ, ვაჟკაც და კეთილშობილ კაცად აღიქვეს"...
"მოკლედ ეს ცოლ-ქმარი ბერიას სერიოზული ფანები არიან"...
"მიშამ არ იცოდა, ვინ აწამებდა პატიმრებს, მაგრამ თურმე სტალინს კაკალ-კაკალ უნდა სცოდნოდა, ვის ხვრეტდნენ. ვავა მიშა, ცოტა დაფიქრებულად რომ თქვა, ვერა".
"ეგ იმიტომ რომ სჯერათ, სტალინმა არაფერი იცოდა რეპრესიების შესახებ.
ერთი, ვფიქრობ, არსებითი განსხვავებაც არის მათ შორის, არც მტრის თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე შეშინებული და დამფრთხალი და არც ნერვიულობისგან ჰალსტუხის მღეჭავი სტალინი არავის უნახავს".
"სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ დათანხმდა შევარდნაძეს და სოროსს, ჩასდგომოდა სათავეში ვარდების რევოლუციას ეროვნული ტრადიციებისა და ქრისტიანული მორალის წინააღმდეგ"...
"წაიკითხეთ ჩერჩილისა და პიკასოს შეფასებები, აღარაფერს ვამბობ სხვებზე და პატრიარქის ახლახან გაკეთებული განცხადება. უცხოეთში, სრულიად უცნობმა, რომ გაიგო ქათველი ვიყავი, იცით სტალინის პატივისცემის ნიშნად, რამხელა საქმე გამიკეთა, სრულიად უსასყიდლოდ".
"სტალინი ნაცებთან შედარებით ანგელოზი იყო".
"სტალინი იყო გენიოსი ადამიანი, რომელმაც ერი ტყვეობიდან იხსნა".
"60 წელი გავიდა მისი სიკვდილიდან. ამიტომ სტალინის აქტუალობა ამ ქვეყანაში (და სხვაგანაც) თავისთავად მომდევნო და ამჟამინდელი ხელისუფლებებისთვის საკუთარ უსამართლობებსა და უნიათობებზე ინდულგენციის გაცემის მცდელობაა.. კაცი - თავისი სისასტიკეებითა, რეპრესიებით და, სხვათა შორის, ნაციზმთან ომის მოგებით უკვე 6 ათეული წელი საფლავში წევს. ძეგლი არც სჭირდება - ისედაც მყარადაა შესული ისტორიაში. საქმეს მიხედეთ, საქმეს. აქტიურ "ნაცებს" კი საერთოდ დაკარგული აქვთ სტალინის კრიტიკის უფლება."!
















































































მთავარი
კონტაქტი
2010