მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2007-12-18
მთელი ცხოვრება ფეხბურთში

ფეხბურთის ახალგაზრდა ქომაგები, სამწუხაროდ, ნაკლებად იცნობენ წინა თაობის სპორტსმენებს, არ იციან და ხანდახან არც აინტერესებთ იმ ხალხის სპორტული ბიოგრაფია, ვის უზადო თამაშსაც, წლების განმავლობაში, აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სტადიონებზე. თბილისის "დინამოს" მრავალი ფეხბურთელის სახელი ოქროს ასოებითაა შესული სპორტის ისტორიაში. მათ შორის გახლავთ დინამოელთა უცვლელი მარჯვენა მცველი ვლადიმერ ელოშვილი, რომელმაც \\ საუკუნის ორმოცდაათიან წლებში არსებულ "ტრადიციას უღალატა" - "დინამოში" გამოსვლისას, არა მარტო მეტოქის იერიშებს იგერიებდა, არამედ საკუთარი გუნდის კონტრშეტევის წამომწყები და ხშირად, დამაგვირგვინებელი იყო.
"ვლადიმერ ელოშვილს გააქვს ბურთი", "მცველი უტევს კარს", "მოიერიშე მცველი" - ასე იყო დასათაურებული პრესა 1957 წლის სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატების მატჩების მიმოხილვისას. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ვ. ელოშვილს გოლი გაჰქონდა მეტოქის კარში (დღეს, ეს ამბავი არავის აკვირვებს).
ბატონი ვოვას გატანილი ერთი გოლი მეც მინახავს 1957 წლის 25 მაისს, ჩვენი "დინამოსა" და მაშინდელი სტალინოს (დონეცკის) "შახტიორის" შეხვედრისას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვ. ელოშვილი, ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი იმათგანია, ვინც შემტევი სტილის მცველის სახელი დაიმკვიდრა. გამოჩენილმა მწვრთნელმა მ. იაკუშინმა თავის წიგნში, "ფეხბურთის მარადი საიდუმლოება", ასე დაგვიხატა ფეხბურთის დიდოსტატი: "ელოშვილი გახლდათ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი მცველი, რომელმაც დაიწყო შეტევაში ჭკვიანურად ჩართვა. მისი გამოჩენა მოულოდნელი იყო მეტოქისათვის. იგი საოცარი სისწრაფითა და სიზუსტით მიჰქროდა ბურთიანად "მტრის" კარისკენ და თავის რეიდებს, ან კარში დარტყმით ამთავრებდა, ან მეტოქის საჯარიმოზე ჰკიდებდა ზუსტად, თანაგუნდელთა მისამართით, მისი ეს გამოგონება ბევრმა გადაიღო".
"ფუტბოლის" ერთ-ერთ დამატებაში - "ვინ ვინ არის მსოფლიო ფეხბურთში", სახელგანთქმულ ფეხბურთელებს შორის, ვ. ელოშვილის ბიოგრაფია და ფოტოსურათია მოთავსებული. 1997 წელს გამოცემულ ენციკლოპედიურ ცნობარში "რუსეთის ფეხბურთი 100 წლის განმავლობაში", მის შესახებ წერდა, რომ იგი იყო, "სწრაფი და მოხერხებული, ბრწყინვალედ ითავსებდა მეტოქის პერსონალურ მეურვეობას და ზონურ თამაშს, აქტიურად ერთვოდა შეტევაში".
ვ. ელოშვილი 1946 წელს ანდრო ჟორდანიასა და შოთა შავგულიძის რეკომენდაციით ჩარიცხეს "დინამოში". 1947-48 წლებში იგი დედაქალაქის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. 1948 წლის ბოლოს "დინამოში" დაბრუნდა, როცა გუნდი მძიმე დღეში იყო. კოლექტივიდან წასვლას აპირებდნენ გრიგოლ გაგუა, მიხო ჭელიძე, არჩილ კიკნაძე. საჭირო იყო შესაფერისი ცვლის გამონახვა. მისი დებიუტი წლის ბოლოს შედგა და რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით თამაშობდა ნიაზ ძიაპშპასა და იბრაჰიმ სარქველაძის გვერდით. "დინამოს" ეს დაცვის ტრიო მტკიცე და გაუვალი გახდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის ხანგრძლივ და სახელოვან ისტორიაში.
ვლადიმერ ელოშვილმა "დინამოს" შემადგენლობაში 11 წლის განმავლობაში, სსრკ პირველობის 166 (გაიტანა 3 გოლი), თასის 15 და 28 საერთაშორისო მატჩში იასპარეზა. 1951 და 1953 წლებში იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ორჯერ შევიდა "33 საუკეთესო ფეხბურთელის" სიაში. 1956 წელს, სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. სულ გატანილი აქვს ოცამდე გოლი.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ბატონ ვოვას გარკვეული როლი მიხეილ მესხის ფინტის ჩასახვასა და დახვეწაში.
ვლადიმერ ელოშვილმა, მისმა სახელოვანმა თანაგუნდელებმა, სამწუხაროდ, ისე დაასრულეს საფეხბურთო კარიერა, რომ ოქროს მედლებს ვერ გაუსინჯეს გემო, არადა, რამდენჯერ იყვნენ ახლოს სანუკვარ მიზანთან.
1956 წელს ვ. ელოშვილი შეიყვანეს სსრკ ნაკრებში, რომელიც მელბურნის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდა. დელეგაციის წევრის სპეციალური ტანსაცმელიც შეუკერეს, მაგრამ ბედმა უმტყუნა, ტრავმა მიიღო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ვ. ელოშვილმა მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, საკმაოდ წარმატებულადაც. სათავეში ედგა თბილისის ცნობილ ახალგაზრდულ სკოლას, მის ხელში მრავალმა თაობამ გაიარა, რომლებიც შემდგომ ცნობილი ფეხბურთელები გახდნენ - ვ. ჭელიძე, თ. სტეფანია, დ. გოგია, ვ. კანთელაძე, მ. და გ. მაჩაიძეები, ვ. გუცაევი, ვ. რეხვიაშვილი, ა. ჩივაძე, ვ. კოპალეიშვილი, თ. ჩხეიძე და სხვები. ვ. ელოშვილი ათ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა სსრკ ჭაბუკთა ნაკრებს, რომელმაც არაერთ დიდ წარმატებას მიაღწია. 1967 წელს, შესანიშნავ სპეციალისტს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.
ბატონი ვოვა დიდი ხნის განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
დღეს ვლადიმერ ელოშვილს, შესანიშნავ ფეხბურთელსა და ამაგდარ მწვრთნელს, რომელსაც ფეხბურთის გარდა არსად უმუშავია, უაღრესად წესიერი, გულღია, საინტერესო და იუმორით სავსე პიროვნებას, დაბადებიდან 80 წელი უსრულდება, მრავალრიცხოვანი მეგობრების, ახლობლების, აღზრდილების, ჩვენი გაზეთის მკითხველთა სახელით დამსახურებულ პიროვნებას ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში.

დემიკო ლოლაძე

პ.ს. ორიოდე წლის წინათ, ერთი ახალი ოჯახის შექმნის აღსანიშნავ წვეულებაზე ცნობილმა თამადამ ვახტანგ ცხადაძემ ქართული ფეხბურთის და დარბაზში მყოფი ვლადიმერ ელოშვილის სადღეგრძელო ბრძანა. ყველანი წამოუდგნენ თბილისის "დინამოს" ყოფილ კაპიტანს და მასთან მისასვლელად ისეთი რიგი დადგა, რომ თვალს ცრემლი მოადგა. გავიფიქრე, თუნდაც ამიტომ ღირს ცხოვრება, რომ საზოგადოების ასეთი სიყვარული დაიმსახურო-მეთქი.

დ. ლ.




კალენდარი
 
 
აპრილი  2007
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი