ადიგენი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადიგენი – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, გორგულის თემის საკრებულოში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირას, ზღვის დონიდან 1135-1360 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 1 კმ მანძილზე. შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. მოსახლეობის რიცხოვნობა – 383, რომელთა 99 % ქართველია (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. სოფლის ქართულ სახელად მიჩნეულია ადიგვენი.