აეროვაგზალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აეროვაგზალი

აეროვაგზალი(ბერძ. aēr აირი, ჰაერი, ქარი და Vauxhall უბანი ლონდონში) (აეროპორტის ტერმინალი) შენობის ან შენობების კომპლექსი მგზავრების მომსახურებისა და სატვირთო ოპერაციების შესასრულებლად აეროპორტებში. აეროვაგზალის დარბაზს, რომლის გავლითაც მგზავრი ხვდება თვითმფრინავში, ეწოდება კონფერენც-დარბაზი. მცირე აეროპორტებს აქვთ ერთი ტერმინალი (აეროვაგზალი), ხოლო დიდებს – რამდენიმე. შესაძლებელია მსხვილ აეროპორტს ჰქონდეს ერთი ტერმინალი, რომელიც გალერეებითა და გვირაბების სისტემით დაკავშირებულია რამდენიმე კონფერენც-დარბაზთან (მაგ., დენვერის საერთაშორისო აეროპორტი, აშშ), ან რამდენიმე ტერმინალი, თითოეული დაკავშირებული რამდენიმე კონფერენც-დარბაზთან (მაგ., კენედის სახელობის საერთასორისო აეროპორტი ნიუ-იორკში, აშშ), ან რამდენიმე შეთავსებული ტერმინალი (მაგ., დალასის საერთაშორისო აეროპორტი, აშშ). ტერმინალებისა და კონფერენც-დარბაზების რაოდენობა და განლაგება დამოკიდებულია აეროპორტის კონფიგურაციასა და მგზავრთა ნაკადის სიდიდესთან.


აეროვაგზლების უმეტესობა ჩვეულებრივი შენობებია, თუმცა XXI საუკუნის ტერმინალები გამოირჩევა მინის კონსტრუქციებითა და მოზღვავებული სინათლით; ზოგიერთი – მონუმენტურობით, მაგ., სუვარნაბჰუმის აეროპორტი, ქ. ბანგკოკი, ტაილანდის სამეფო, გამტარობა: 60 მლნ-ზე (2017 წლის მონაცემებით) მეტი მგზავრი წელიწადში, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი, ქ. ბაღდადი, ერაყის რესპუბლიკა; ნაწილი აეროვაგზლებისა კი უბრალოდ არქიტექტურული შედევრებია (მაგ., შარლ დე გოლის აეროპორტის ტერმინალი 1, ქ. პარიზი, საფრანგეთის რესპუბლიკა) და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები