ალოკაციური ფუნქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალოკაციური ფუნქცია - (allocation function) სახელმწიფოს შემოსავლებისა და ხარჯების პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკაში განსაზღვრული სახის საქონლისა და მომსახურების წარმოებას. სახელმწიფოს ალოკაციური ფუნქცია აუცილებლობითაა განპირობებული, ვინაიდან გარკვეული სახის დოვლათი, რომელიც საზოგადოებრივი საქონლის სახელწოდებითაა ცნობილი, არ შეიძლება საბაზრო ფასით მიეწოდოს საზოგადოებას. სახელმწიფოს ეს ფუნქცია უკავშირდება აგრეთვე გარე ეფექტების, ექსტერნალიების პრობლემას, როდესაც ერთი ინდივიდის მოქმედებას სხვებისთვის მოაქვს ხარჯი ან მოგება.

ალოკაციური ფუნქცია სახელმწიფოს სამი ფუნქციიდან ერთ-ერთია, რომლის განსაზღვრაც რ. ა. მასგრეივსა და სხვა ავტორებს ეკუთვნით. არსებობს აგრეთვე სახელმწიფოს გამანაწილებელი და სტაბილიზაციური ფუნქციები. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ამ ფუნქციების ერთმანეთისაგან გამიჯვნა ძალზე მოხერხებულია, პრაქტიკაში ისინი ხშირად გაერთიანებულია. ასეთი დაყოფის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან, ფასების მექანიზმი ვერ იძლევა სიგნალს პოტენციური მოთხოვნის შესახებ, საბაზრო ეკონომიკაში შეიძლება დაირღვეს არსებული წონასწორობა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები