ანაქსიმენე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანაქსიმენე – (ძვ. ბერძნ. Ἀναξιμένης, მილეტელი, დაახლოებით 588- 524 წწ.), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, იონიური სკოლის წარმომადგენელი.
ანაქსიმენე ემპირიაში ეძებს მსოფლიოს საწყისს, მაგრამ ანაქსიმანდრეს აზრებმა თავისი გავლენა მოახდინეს: რახან საწყისი უსაზღვრო (άπειρος) ყოფილა, მაშ ასეთი ფიზიკაში გადატანით შეიძლება იყოს არა წყალი, როგორც თალესი ამბობდა, არამედ ჰაერი, რომელიც გაფართოების გზით იძლევა ცეცხლს, ხოლო შეკუმშვის გზით იძლევა წყალს, მიწას, ქვებს.