არამეომარი სახელმწიფო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არამეომარი სახელმწიფო – ტერმინი რომელითაც II მსოფლიო ომის პერიოდში მოიხსენიებდნენ სახელმწიფოს, რომელიც ცალმხრივად აცხადებდა, რომ დაიცავდა ნეიტრალიტეტს და არ ჩაებმებოდა ომში რომელიმე მხარის სასარგებლოდ. საერთაშორისო სამართალს არ აქვს გამომუშავებული არამეომარი სახელმწიფოს სტატუსის ზუსტი განსაზღვრება.