არამეულ-ქრისტიანული ლიტერატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არამეულ-ქრისტიანული ლიტერატურა - შეიქმნა პალესტინის ქრისტიანულ-არამეულის დიალექტზე V-VIII საუკუნეებში. იგი მოიცავს სახარების ლექციონარს, ლიტურგიას ნილოსის ადიდებასთან დაკავშირებით, ჰიმნებსა და წმინდანთა ცხოვრებას. ქრისტიანულ-არამეული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სირიული ლიტერატურაა.