ფოლადის თერმულად დამუშავებული არმატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არმატურა ფოლადის თერმულად დამუშავებული-დან)
ფოლადის თერმულად დამუშავებული არმატურა – ნახშირბადმცირე ფოლადისაგან ადიდვითა და შემდეგ გამოწვით დამზადებული, რბილი, გლუვზედაპირიანი მავთული (საქსოვი). მავთულს აცხელებენ გარკვეულ ტემპერატურამდე გარკვეული დროით და შემდეგ ნელ-ნელა აცივებენ. გამოწვის შედეგად ხდება ფოლადის იმ დაძაბულობის მოხსნა, რომელიც წარმოიქმნა მისი წინასწარი დამუშავებისას, რის შედეგადაც მიიღება ერთგვაროვანი წვრილმარცვლოვანი შინაგანი სტრუქტურა. სიმტკიცესთან ერთად აქვს მაღალი პლასტიკურობა და სიბლანტე.