ასკარიდული განვითარების ტიპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასკარიდული განვითარების ტიპი – დამახასიათებელია Ascaris-ისა და Parascaris-ის გვარების ნემატოდებისათვის. აღმძვრელი ვითარდება პირდაპირი გზით. ინვაზიური სტადიის კვერცხები პერორალური გზით ხვდებიან დეფინიტური მასპინძლის წვრილ ნაწლავებში. აქ გამოჩეკილი ლარვები შეიჭრებიან ნაწლავის კედლის სისხლძარღვებში და ასრულებენ ჰემატოჰეპატოპულმოენტერალურ მიგრაციას.