ასპერგილოზი (ფუტკრის დაავადება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Aspergilozi.PNG

ასპერგილოზი (გაქვავებული ბარტყი) - თავღია ბარტყის, უფრო იშვიათად ზრდადასრულებული ფუტკრის დაავადება. დაავადება მიმდინარეობს გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. მის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა და სკაში ყვავილის მტვრის უხვად მოტანა, ბუდის ზედმეტად გაფართოება. უფრო ხშირად ავადდება სუსტი ოჯახები. დაავადების აღმძვრელია ობის სოკო. მისი სპორები ნექტართან და ყვავილის მტვერთან ერთად შედის სკაში და სწრაფად აღმოცენდება ცუდად დატკეპნილ ყვავილის მტვერზე.

დაავადების ნიშნები ფუტკრის ბარტყი დაფარულია ობით. უჯრედებში შეიძლება აღმოჩნდეს კენჭის მსგავსი მაგარი მუქი (ბარტყის გვამი) გუნდები. ზრდადასრულებული ფუტკარი დაფარულია ობით, რომელიც იზრდება ქიტინის რგოლების ქვემოდან საყელოს სახით, დიაგნოზს ადგენენ გარეგანი ნიშნების მიხედვითა და მიკოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

ბრძოლის ღონისძიებები დაავადებული ოჯახებიდან იკებენ დაზიანებულ ბარტყსა და დაობებულ ფიჭებს, ფუტკარი გადაჰყავთ სუფთა, მშრალ სკაში; აძლევენ შაქრის სიროფს, ბუდეს ავიწროებენ. ფუტკართან მუშაობას ატარებენ ცხვირისა და პირის დამცავი დოლბანდის შემოსაკრავით.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები