ასტროფულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასტროფულობა – ძველი ხალხური ლექსწყობის დამახასიათებელი ნიშანი. ხალხური ლექსების უმრავლესობაში სტროფი როგორც გამოკვეთილი რიტმული ერთეული იშვიათად გვხვდება, თუმცა ისტორიულად სტროფი, ისევე როგორც ლექსის სხვა კომპონენტები, ხალხურ პოეზიაში იღებს სათავეს. ასტროფული ლექსის ნიმუშებია; „სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი“, „ავთანდილ გადინადირა“, „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“, „შემომეყარა ყივჩაღი“ და სხვ.
ჯ. ბარდაველიძე