აუგენტალერი კლაუს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლაუს აუგენტალერი − (გერმ. Klaus Augenthaler; 26 სექტემბერი 1957, ფიუსტენცელი, გფრ), გერმანელი ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა მიუნხენის „ბაიერნში“ (1975-91). მსოფლიოს 1990 ნ. ჩემპიონი და 1986 წ. ვიცე-ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 27 მატჩი (პირველი: 5.10.1983 ავსტრია 3-0; ბოლო: 8.7.1990 არგენტინა 1-0). შემდეგ მუშაობდა მთავარი მწვრთნელის დამხმარედ მიუნხენის „ბაიერნში“.