აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“

აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ანსამბლი „შავნაბადა“ 2005 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები ანსამბლების „მართვესა“ და „ბიჭების“ აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს, ქათულ ხალხურ სასიმღერო, ინსტრუმენტულ და ქართულ საეკლესიო მუსიკას.

„შავნაბადამ“ 16 წლის არსებობის მანძილზე გამოსცა 10 აუდიო ალბომი. აქედან 4 წარმოადგენს ქართული ტრადიციული საგალობლების შემსწავლელ გამოცემას, რომელიც ქართული გალობის თვითმასწავლებელია და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მთელს საქართველოში უფასოდ ვრცელდება.

ანსამბლი მუდმივად მოგზაურბს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მართავს კონცერტებს, ატარებს ქართული სიმღერა-გალობის მასტერკლასებს, ლექცია-კონცერტებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალებში. „შავნაბადას“ საქართველოს საზღვრებს გარეთ 30-მდე სხვადასხვა ქალაქში ქართული გალობისა და ხალხურის სიმღერის კონცერტები აქვს ჩატარებული. არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხა მედიის ყურადღების ქვეშ, მათ შორის იყო „BBC“-ს არა-ერთ გადაცემაში, სადაც წარმოადგინა ეროვნული კულტურა.

„შავნაბადამ“ წარმატებით ითანამშრომლა მსოფლიოში გამოჩენილ მსახიობებთან და მუსიკოსებთან სხვადასხვა პროექტებში: რიშარ გალიანო, უეჰარა ჰირომი, რალფ სფაინსი, სარა კობამა, ჯენი სმიტი. ასევე წარმატებით ითანამშრომლა ქართულ-კორსიკული ექსპერიმენტული მუსიკის შემქნაში მარსელის, ლიონისა და კორსიკის სახელმწიფო ანსმაბლებთან ერთად. 2016 წელს ანსამბლი მიწვეული იყო მსოფლიოში ცნობილ დარბაზში, გერმანიის „გევნდჰაუსსში“ სადაც წარმატებით ჩაატარა რამდენიმე კონცერტი, რომელიც გადაიცა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. ანსამბლს ექსპედიციების და პუბლიცისტური სამუშაოების შედეგად გამოცემული აქვს ბიოგრაფიული წიგნები, სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერის აუდიო ალბომები და აქტიურად მუშაობს ქართული გალობა-სიმღერის რაიონული სკოლების დაარსებაში.

ანსამბლის წევრები:

  • ამაშუკელი კოტე
  • წიკლაური ბაჩო
  • ბედენაშვილი ლაშა
  • აბაშიძე გაგა
  • ჯავახუშვილი მიხეილ
  • მეგრელიშვილი ავთანდილ
  • კოპალიანი ირაკლი
  • სვანიძე გიორგი
  • ჩიგოგიძე გიგა
  • ლოსაბერიძე გიორგი
  • მაზიაშვილი დავითი
  • კანანაძე გიორგი
  • კემულარია საბა
  • შარიქაძე სპარტაკ
  • ცინცაძე დათო


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები