აშლილობა გამოწვეული აქროლადი გამხსნელების მოხმარებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშლილობა გამოწვეული აქროლადი გამხსნელების მოხმარებით - (volatile solvent use disorder), აქროლადი გამხსნელების მოხმარებით გამოწვეული ნებისმიერი ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა.

აქროლადი გამხსნელები (ინჰალანტები, როგორიცაა: წებო, აეროზოლი, საღებავი, საწარმოო გამხსნელები, ბენზინი და გამწმენდი საშუალებები) შესუნთქვისას იწვევენ ცნობიერების შეცვლას. ზოგი გამხსნელი პირდაპირ ტოქსიკურად მოქმედებს ღვიძლზე, თირკმელებზგ გულზე, ზოგიერთი კი პერიფერიულ ნეიროპათიას ან თავის ტვინის პროგრესულ დეგენერაციას იწვევს.

ჩვეულებრივ, აქროლადი გამხსნელები შემდეგნაირად იხმარება: გამხსნელში დასველებული ტილო ცხვირთან ან პირთან ახლოს მიაქვთ, ან ინჰალანტს პლასტიკურ პარკში ასხამენ და შემდეგ სახეზე იღებენ (რამაც შეიძლება ინტოქსიკაციის გარდა, ანოქსიაც გამოიწვიოს).

ინტოქსიკაციას შემდეგი გამოხატულებები აქვს: აგრესიულობა, ფსიქომოტორული შეკავება, ეიფორია, კრიტიკულობის დაქვეითება, თავბრუსხვევა, მხედველობის ბუნდოვანება ან დიპლოპია, კუნთების სისუსტე, სტუპორი ან კომა.




იხილე აგრეთვე

აშლილობა გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები