ბაკურიანი (კურირტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურირტი ბაკურიანი

ბაკურიანი – სამთო-კლიმატური კურორტი, შედის ბორჯომ-ბაკურიანის კურორტთა ჯგუფში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობებზე ზღვის დონიდან 1700მ-ზე. კურორტის ტერიტორია – დასახლებულია ბაკურიანის პლატოზე, გარშემორტყმულით თრიალეთის ქედის კალთებით, რომლებიც დაფარულია წიწვოვანი ტყით. კოხტაგორას, საყველოს მთის და ცხრაწყაროს მთების ხედები წელიწადის ყველა დროს იზიდავს დამსვენებელს და ტურისტებს. ბაკურიანისთვის დამახასიათებელი რელიეფი და კლიმატი მას სამთო-სათხილამურო კურორტის საუკეთესო პირობებს ანიჭებს. სწორედ რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე ბაკურიანში არსებობს ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო ტრასები, რაც სშუალებას იძლევა კურორტზე გაიმართოს სხვადასხვა სახის მაღალი დონის (მათ შორის საერთაშორისო) სპორტული შეჯიბრებები სპორტის ზამთრის სახეობებში. ყოველივე ზემო აღნიშნული პირობები კი ხელს უწყობს ტურისტთა ფართო მასების მოზიდვას და ტურიზმის მეტად განვითარებას.

ქედის ოროგრაფია საშუალებას იძლევა რეგიონში ფართოდ განვითარდეს სალაშქრო ტურიზმი. საინტერესო მარშუტები დაიგეგმოს მდინარე გუჯარეთისწლის, ბორჯომულას და სხვა ხეობებში, ქედის თხემზე და მის განშტოებებზე მწვერვალების, უღელტეხილების და პლატოების გავლით სადაც ვულკანურმა, ტექტონიკურმა, ეროზიულმა და სხვა პროცესებმა, ძალზედ საინტერსო რელიეფის ფორმები შექმნეს – ჯამჯამა, გვირგვინა, ცხრაწყარო, ბაკურიანის და გუჯარეთის ლავური ღვარი, დაბაძველის პლატოზე არსებული ულამაზესი ტბები და სხვ... რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს დატკბნენ ბუნების ულამაზესი ხედებით და სხვა ღირსშესანიშნაობებით, მითუმეტეს რომ ზემოაღნიშნულ ადგილებში უამრავი საინტერესო რელიეფის ანთროპოგენური ფორმაა ხელოვნური გამოქვაბულების (გუჯარეთისწყლის ხეობა) თუ ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების სახით.

წყრო

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები