ბარიკალაშვილი ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ივანე ბარიკალაშვილი – (1862-1948), სახალხო მასწავლებელი, პუბლიცისტის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალების შემკრები.
დაიბადა ქ. ახალციხეში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ს. უდეში, მანავში (კახეთი), ხერთვისში, ხიზაბავრაში ბოლო დროს კი ცხოვრობდა და მასწავლესლობდა კავთისხევში აგროვებდა და სწავლობდა სამკურნალიე მცენარეებს. თანამშრომლობდა „ივერიაში“, აქვეყნებდა ქობლიანის ხეობაში ჩაწერილ ზეპირსიტყვაობას რომლის ნაწილი შესულია პ. უმიკაშვილის კრებულში.