ბენიამინი (იაკობის შვილი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბენიამენი - ძველი აღთქმის პერსონაჟი, მამათ-მთავარ იაკობის უმცროსი ძე, რომელიც მას შეეძინა რახილისაგან. მისგან წარმოდგა ბენიამენის ტომი ერთ-ერთი ტომი ისრაელთა თორმეტი ტომიდან.
(წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა. ფსალ. 79, 2)
|
წყარო
იოსებ ახალშენოვი, - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).