ბერსო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერსო − (ფრანგ. bercer ნანაობა, ქანაობა), კამაროვანი ხეივანი ხის ან ლითონის ნახევარწრიული კარკასით, რომელზეც გაშვებულია მცენარეთა (ცაცხვი, რცხილა, სურო და სხვ.) ვარჯი. ზრდის შედეგად ეს ვარჯი ქმნის უწყვეტ მწვანე გვირაბს. ბერსო ჩამოჰგავს პერგოლას, მაგრამ უფრო მასიურია, გრძელია და აქვს მჭიდრო მწვანე საფარი. ბერსოს ბოლოში ხშირად აგებენ ფანჩატურს. გავრცელებული იყო ბაღებისა და პარკების არქიტექტურულ კომპოზიციებად ჯერ კიდევ ბაროკოს ეპოქაში.