ბრინჯაოგრაფიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბრინჯაოგრაფიტი – ფორებიანი ლითონკერამიკული მასალა, რომელიც შედგება ბრინჯაოს (სპილენძი – საფუძველი, კალა – 8,5-9%) და თანაბრად განაწილებული გრაფიტის ნაწილაკებისაგან (1,5-3%); ამ მასალის ფორები შევსებულია ზეთით. ბრინჯაოგრაფიტისგან ამზადებენ სრიალის საკისარის მილისს. ფორებში ზეთის არსებობა საშუალებას იძლევა საკისარი ვამუშაოთ დამატებითი გაპოხვის გარეშე.