გაბიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბიონი

გაბიონი – (იტალ. Gabbione < ლათ. gabia გალია, უჯრედი) – ყუთისმაგვარი კონსტრუქციის ორმაგი გრეხის მეთოდით მოქსოვილი ფოლადის მავთულის ბადე, რომელიც ქვით ან კენჭით არის სავსე.

გაბიონი დაყოფილია ტიხრებით, რომლებიც უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმტკიცეს და აიოლებს სამუშაოებს ქვების ჩაწყობისას. მშენებლობის დამთავრების შემდეგ გაბიონური ნაგებობა ხდება უფრო მტკიცე, მასში მიმდინარეობს მტვრისა და გრუნტის ნაწილაკების აკუმულირება, რაც მცენარეთა აღმოცენების საშუალებას იძლევა და ის ლანდშაფტის ბუნებრივ ელემენტად გვევლინება, ამასთანავე ხასიათდება კარგი წყალგამტარობითა და ნიადაგის დაწევის შემთხვევაში შეუძლია შეინარჩუნოს პირვანდელი ფორმა. გაბიონის კონსტრუქცია ბევრად ეკონომიკურია, ვიდრე რკინაბეტონის კონსტრქცია. გამოიყენება მდინარის კალაპოტის დასაცავად წარეცხვისაგან, სხვადასხვა სახის გეოეროზიული პროცესების შესაჩერებლად, გზების, რკინიგზისა და მილსადენების მიწაყრილების მოწყობისას, საძირკვლების გასამაგრებლად, ხიდების ბურჯებთან მდინარის ფსკერის გამორეცხვისაგან დასაცავად, ლანდშაფტების კეთილმოწყობის, მდინარის კალაპოტის მიმართულების შენარჩუნების ან შეცვლის მიზნით, კაშხლების, ზვავსაშიში ფერდობების დატერასებისა და სტაბილიზაციისათვის, საავტომობილო და სარკინიგზო ტრასების დასაცავად ზვავებისა და ქანების დაცურებებისაგან, სარეგულაციო და ნაპირების გასამაგრებელ ნაგებობათა მოსაწყობად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები