გაბრიელი (დადიანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელი – (XVII ს.), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი 1726 წლიდან. სამეგრელოს მთავრის, ბეჟან დადიანის ძე. მისი ინიციატივით XVIII ს. 60-იან წლებში მრავალი ხელნაწერი გადაუწერიათ. ცნობილია გაბრიელის 1753 წ. შეწირულების წიგნი მარტვილის ტაძრისადმი, რომელშიც ის თავს წარმოგვიდგენს: „მარტირის ღმრთისმშობელო, მე, სიყრმითგან მონამან და მადიდებელმან ტაძრისა შენისამან, დადიანის ბეჟანის ძემან, ბატონმან ჭყონდიდელ მიტროპოლიტმან გაბრიელ მწვლილადი ეგე შესაწირავი ძღვნად მოგიძღვენ...“ მარტვილის ნათლისმცემლის ხატზე 1728 წელს შესრულებული წარწერაა: „ჩვენ დადიანის ბეჟანის ძემან ჭყონდიდელ-მიტროპოლიტმან გაბრიელ წმ. ამ ოთხი ჯვარისა შემკობა ვინებეთ“.


ლიტერატურა

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. ტ. 3, თბ., 1970;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 3, თბ., 1967.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები