გაიბოტენის მთავარანგელოზის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაიბოტენის მთავარანგელოზის ხატი – ბავშვების (ვაჟების) მფარველი ხატი, დგას სოფელ გაიბოტენის (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია), განაპირას. ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. დანგრეულია, შემორჩენილია ქვის ჯვარი ადამიანის გამოსახულებით. იქვე დგას ყოჩის ქანდაკება. ხატში ინახებოდა თუნუქგადაკრული ხის ჯვარი. ამ ჯვრით ხელში ბავშვები (ყველიერში, ხუთშაბათ დღეს) კარდაკარ დადიოდნენ და ოჯახებს ლოცავდნენ. სანაცვლოდ უხვად საჩუქრდებოდნენ ყველით, კვერცხით, სასმელით, ფულით და სხვ.

თ. რუსიშვილი



ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები