გამაფრთხილებელი სიგნალიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამაფრთხილებელი სიგნალიზაცია – მოწყობილობა, რომელიც მომსახურე პერსონალს ამცნობს ტექნოლოგიური რეჟიმის საშიში ცვლილებების განვითარების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ავარია, ხანძარი ან აფეთქება. გამაფრთხილებელი სიგნალიზაციის მოწყობილობა შეიძლება იყოს დამოუკიდებლად მოქმედი ან ავტომატური კონტროლის, დაცვის, მართვისა და რეგულირების ხელსაწყოებთან დაკავშირებული.