გლასისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფორტი მაკ-ჰენრი, ქ. ბალტიმორი, მერილენდის შტატი, აშშ
გლასისი − (ფრანგ. glacis ფერდი, ქანობი),
- შუა საუკუნეებისა და ადრეული თანამედროვე საფორტიფიკაციო ნაგებობების გარე თხრილის წინ გაკეთებული დამრეცი მიწის ნაყარი, რომელიც აუმჯობესებდა ციხე-სიმაგრის მხრიდან ცეცხლის დაშენის პირობებს, უზრუნველყოფდა სიმაგრის კარგად შენიღბვას და აუმჯობესებდა თავდაცვას
- საფორტიფიკაციო ნაგებობის ირგვლივ არსებული ცარიელი სივრცე, რომელიც განთავსებულია მიწის ნაყარის წინ ან ამ ნაყარის განადგურების შემთხვევაში იკავებს მის ადგილს. სიმაგრის ქალაქად ფორმირების დროს ეს სივრცე ხშირად გარდაიქმნებოდა ქალაქის რომელიმე მოედნად ან მის ადგილას ჩნდებოდა გამწვანებული ბაღი;
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანის კორპუსის დახრილი წინა მხარე, რომელიც ხშირად შედგებოდა ზედა და ქვედა ნახევრებისგან.