გლინტვეინი „შეჰერაზადა“
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გლინტვეინი „შეჰერაზადა“
1,5 ლ წითელი ღვინო;
200 გრ შაქარი;
0,2 ლ კონიაკი;
2 ლიმონი;
მიხაკი, დარიჩინი გემოვნებით.
ემალირებულ ჭურჭელში ჩავასხათ ღვინო, დავუმატოთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე. მომზადებულ ნარევს დავუმატოთ დაჭრილი ლიმონი, სანელებლები, ჩავასხათ კონიაკი და დავაყენოთ 10-15 წუთის განმავლობაში.