დასნებოვნების სიმჭიდროვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დასნებოვნების სიმჭიდროვე - მომწამვლავი ნივთიერების რაოდენობა, რომელიც დასნებოვნებული ფართობის (ზედაპირის) ერთეულზე მოდის; ქიმიური ვითარების მახასიათებელი ერთ-ერთი ფაქტორი. იზომება გ/მ2–ში. დასნებოვნების სიმჭიდროვით განისაზღვრება დასნებოვნებულ ადგილმდებარეობაზე მოქმედი ჯარების პირადი შემადგენლობის საფრთხის ხარისხი.