დელბრიუკი ჰანს გოტლიბ ლეოპოლდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დელბრიუკი ჰანს გოტლიბ ლეოპოლდ - (Delbruck) (დ. 1848 - გ. 1929), გერმანელი სამხედრო ისტორიკოსი და პოლიტიკოსი, 1885-1921 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, 1884-90 წლებში რაიხსტაგის წევრი.
მისი მთავარი ნაშრომია 7-ტომიანი „სამხედრო ხელოვნების ისტორია პოლიტიკური ისტორიის ჩარჩოებში”, რომელიც მოიცავს პერიოდს ანტიკური ხანიდან 1870-71 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომამდე.