დიდა მანგისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდა მანგისა (ლაზ. დიდა – „ბებია“, მანგი „ტოლი, ფარდი“) – დემონი, ლაზური ფოლკლორის პოპულარული პერსონაჟი; წარმოდგენილი ჰყავთ დიდძუძუებიანი მახინჯი ქალის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელზე დიდი კაუჭი აქვს; ცხოვრობს სიმინდის ყანებში მიწის ქვეშ. ცელქ ბავშვებს, რომლებიც სიმინდს იპარავენ, თავისი კაუჭიანი ხელით იტაცებს და მიწისქვეშეთში მიჰყავს.

ზ. თანდილავას ლექსიკონში „დიდა მანგისა" განმარტებულია, როგორც “მოსავლიანობის ღვთაება“. შესაძლოა, იგი ერთ დროს ნაყოფიერების ქალღმერთი იყო, რაზედაც მისი დიდმკერდიანობა, ბავშვთან და სიმინდის ყანასთან კავშირი უნდა მიუთითებდეს, მოგვიანებით კი ავსულად იქცა.


ლიტერატურა

  • ა. თანდილავა. ლაზური ლექსიკონი (ლაზური ნენაფუნა). თბ., 2013, გვ. 195;
  • ა. კვახაძე. ლაზეთის ექსპედიციის მასალები. რვ. № 3, გვ. 5 (ინახება ავტორთან).


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები