დიდი გარეჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი გარეჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი გარეჯვარის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

სღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,3 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია აგურით. ეკლესიის სამხრეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. ნახევარწრიულ აფსიდში ორი ოთხკუთხა ნიშია. გადახურვა კამაროვანი იყო. სამხრეთ ფასადზე აგურის წყობით გამოსახულია მაღალი ჯვარი, მის გვერდებზე - ჩაღრმავებული რომბებია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები