დისოციაცია (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისოციაცია - (dissociation), ცნობიერების დროებითი შეცვლა, რომლის მიზეზი არ არის თავის ტვინის ორგანული აშლილობა; კლინიკურად მოიცავს მრავალ სინდრომს, დაკავშირებულს კულტურასთან, როგორიცაა ამოკი, ლატა, „მრავლობითი პიროვნება“, განზერის სინდრომი, შეპყრობილობის სინდრომი.

დისოციაცია ჰიპოთეტური მექანიზმია. დისოციაციის დროს ცნობიერებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პროცესები დანაწევრებული და ფრაგმენტულია.

სარჩევი

დისოციაციის მოკლე ისტორია

ტერმინი „დისოციაცია“ ფრანგი ფილოსოფოსისა და ფსიქიატრის პიერ ჟანეს სახელთან არის დაკავშირებული (Pierre Janet, 1859-1947). ის გარკვეული პერიოდი შარკოსთან ერთად პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში (Salpêtrière Hospital) მუშაობდა. ჟანე იკვლევდა ფსიქიკური ინტეგრაციისა და სენსორული აღქმის ასპექტებს ისტერიისა და სხვა სახის ნევროზების დროს. ასეთი ინტეგრაციის დარღვევის აღსაწერად ჟანე იყენებდა ტერმინს „dèsagregation psychologique“ (ითარგმნება როგორც დისოციაცია). გარკვეული პერიოდის მანძილზე ჟანეს იდეები ძალზე გავრცელებული იყო (იხ. van der Kolk and van der Hart, 1989), მაგრამ შემდგომში მისი თეორია ფროიდის იდეებმა დაჩრდილა. 1970-იან წლებში კვლავ განახლდა ინტერესი დისოციაციის მიმართ. ეს გამოწვეული იყო ფსიქოლოგიური ტრავმის ეფექტების შესწავლით, რომელიც განსაკუთრებით ვიეტნამის ომის ვეტერანებს აღენიშნებოდათ. გამოკვლევების შედეგად დაფიქსირდა ისეთი სიმპტომები, რომლებიც აღმოცენდება ტრავმული მოვლენების საპასუხოდ და დადგინდა, რომ მათ საერთო საფუძველი (კერძოდ, დისოციაციური მექანიზმი) გააჩნიათ. გარდა ამისა, დაადგინეს დისოციაციური სიმპტომები (იხ. ცხრილი) და დისოციაციური აშლილობების ახალი დიაგნოსტიკური კატეგორია.

დისოციაციური სიმპტომები

სუბიექტური სიცარიელის განცდა რეალობიდან განსვლა გარემოს სრულყოფილად აღქმის უნარის დაქვეითება მეხსიერების ფრაგმენტაცია ან დაკარგვა დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია

დისოციაციური აშლილობების კლასიფიკაცია

დისოციაციური აშლილობების კლასიფიკაცია DSM-IV-ის მიხედვით და მათი ეკვივალენტები ICD-10-ში

DSM-IV ICD-10
დისოციაციური აშლილობა F44 დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობა
დისოციაციური ამნეზია დისოციაციური ამნეზია
დისოციაციური ფუგა დისოციაციური ფუგა
იდენტობის დისოციაციური აშლილობა მრავლობითი პიროვნული აშლილობა
დისოციაციური აშლილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობა, რომელიც სხვაგავარად არ არის დაზუსტებული

შენიშვნა: ICD-10-ში ასევე მოცემულია სენსორული და მოტორული დარღვევების კატეგორიები, რომლებიც DSM-IV-ში სომატოფორმულ აშლილობებში, კერძოდ კონვერსიული აშლილობის ქვეკატეგორიაშია კლასიფიცირებული.

იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები